პოლიტიკა
ჰუბერტ ქნირში - საქართველოსთვის ჩემი რჩევა იქნება, ევროპულ ამბიციებს დიდი მოთმინებითა და დაჟინებით მიჰყვეთ

 საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. საქართველოსთვის ჩემი რჩევა იქნება, ევროპულ ამბიციებს დიდი მოთმინებითა და დაჟინებით მიჰყვეთ, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ევროინტეგრაციის პროცესის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ნიშნავს მთელ რიგ საკანონმდებლო რეფორმებს, ეკონომიკურ განვითარებას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებამდე უფრო მნიშვნელოვნად უნდა გაძლიერდეს.

ჩემი რჩევა საქართველოსთვის იქნება, რომ ევროპულ ამბიციებს დიდი მოთმინებითა და დაჟინებით მიჰყვეთ. ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ნიშნავს მთელ რიგ საკანონმდებლო რეფორმებს, ეს ნიშნავს ქვეყანაში ძლიერ ეკონომიკურ განვითარებას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებამდე კიდევ უფრო მნიშვნელოვნად უნდა გაძლიერდეს. ეს ყველაფერი მოითხოვს დიდ ძალისხმევას პარლამენტში, მთავრობაში. ეს ასევე ნიშნავს ცვლილებებს, რომელიც მიღებული უნდა იქნას. იმედი მაქვს, მომავალშიც ამ გზას მოსახლეობაში ისეთივე ერთიანი მხარდაჭერა ექნება, როგორც აქამდე, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.