პოლიტიკა
შალვა ნათელაშვილი - დავით აღმაშენებელი და თომას ჯეფერსონიც რომ გაცოცხლდნენ, ჩვენგან მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა გამორიცხულია

 საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. ვიზიტი რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ოპოზიციის გარკვეული ნაწილის პარლამენტში შევარდნა რომ არ მომხდარიყო, გარდაუვალი იქნებოდა ამ შეხვედრაზეც ახალ საპარლამენტო არჩევნებზე მსჯელობა და ის ჩატარდებოდა, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა კონგრესის დელეგაციის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა დღის წესრიგი შეცვლილი იქნება.

„სამწუხაროდ, ახლა დღის წესრიგი კარდინალურად იქნება შეცვლილი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ამასთან, ნათელაშვილმა პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი პარტია მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.

„რაც შეეხება შესვლას, ჩვენგან დოკუმენტზე ხელის მოწერა გამორიცხულია, რომ გაცოცხლდნენ დავით აღმაშენებელი და თომას ჯეფერსონიც კი. სენატორებთან თუ დამბლოკა აშშ-ის ელჩმა, რომელიც დაინტერესებულია, ივანიშვილის რეჟიმი გადაარჩინოს, ამ შემთხვევაში, ჩემი შეხვედრა მათთან არ შედგება. თუ არ დამბლოკა, მე ვიცი, რაც უნდა ვუთხრა მათ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.