პოლიტიკა
მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო - გიორგი გახარია

 საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას.

„მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო… სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. საბოლოო ჯამში, ამას ყველა გაიგებს. ისევ ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ!“, – აცხადებს გიორგი გახარია.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა. როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, თებერვალში გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდისა და სახელმწიფოს ღალატი.