უცხოეთი
სერჟ სარქისიანი - სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები უნდა განვავითაროთ

 საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები უნდა განვავითაროთ, – აღნიშნულის შესახებ, სომხეთის მესამე პრეზიდენტმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, რთულია მსოფლიოში მოიძებნოს ისეთი ქვეყნები, რომლებიც ათასწლეულების განმავლობაში ცხოვრობენ ერთმანეთის მეზობლად და ერთმანეთთან არ უომიათ.

სარქისიანის განცხადებით, სომხეთმა ეს უნდა გააცნობიეროს და საქართველოსთან ურთიერთობები განავითაროს.

სომხეთის მესამე პრეზიდენტი, სერჟ სარქისიანი სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ბლოკ „მაქვს პატივით“ არის წარმოდგენილი.

1tv.ge