უცხოეთი
მარია ზახაროვა - დიდი ხანია შეერთებულმა შტატებმა კანონებით ცხოვრება დაიწყო? დაე, მათ სანქციებით საკუთარი თავი დაისაჯონ

 საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. სანამ სიტყვა „კანონს" წარმოთქვამს, შეერთებულმა შტატებმა ჯერ, იუგოსლავიისა და ერაყის, ასევე მთელს მსოფლიოში მოკლული და დასახიჩებული მილიონობით ადამიანის გამო სანქციებით საკუთარი თავი უნდა დაისაჯოს,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რითაც თეთრი სახლის პრესსპიკერის ჯენ ფსაკის კომენტარს გამოეხმაურა.

„დიდი ხანია შეერთებულმა შტატებმა კანონებით ცხოვრება დაიწყო?

პირველ რიგში, დაე, მათ თავად დაისაჯონ სანქციებით საკუთარი თავი იუგოსლავიისა და ერაყის, ასევე მთელს მსოფლიოში მოკლული და დასახიჩებული მილიონობით ადამიანის გამო და სიტყვა "კანონის" წარმოთქმა ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი,“- წერს ზახაროვა „ინსტაგრამზე“.

ცნობისათვის, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ჟენევის სამიტს აშშ-ის ანტირუსული სანქციების პოლიტიკაში არაფერი შეუცვლია და კანონი აშშ-სგან იხოვს, რომ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო სანქციების დაწესებაზე მსჯელობა გააგრძელოს.

interpressnews.ge