სამართალი
კახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

 საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს 21 ივნისის განცხადებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტს პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ალადაშვილი უხელმძღვანელებს. მან ამ პოსტზე კახაბერ მურადაშვილი შეცვალა, რომელსაც თანამდებობა 2021 წლის იანვრიდან ეკავა.

შსს-ს ცნობით, ალადაშვილს, რომელიც ამ დრომდე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო, სამართალდამცველ სტრუქტურებში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს.