პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ 10 წელი აფურთხებდა იმ ჭაში, საიდანაც წყალს სვამდა! - არნო ხიდირბეგიშვილი

     "ქართულ ოცნებას" ჯერ კიდევ უდგას სული ქართველი პატრიოტებისა და პროფესიონალების წყალობით, რომლებსაც 10 წლის განმავლობაში ერიდებოდა! მან იცის რუსული, ის მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგს, მას სურს ქართულ-რუსული მეგობრობის აღდგენა, ესე იგი, ის პრორუსულია და მას კეთროვანივით უნდა მოერიდო!” - სახელისუფლებო პარტია "ქართულმა ოცნებამ" 10 წელი ამცირებდა თავის მომხრეებს, რომელთა წყალობითაც იგებდა ყველა არჩევნებს. თუმცა ამან ვერ უშველა "მეოცნებეებს" აშშ-ელჩის წინაშე ქულების აწერაში - ბედის ირონიით, ოპოზიციამ "ქართული ოცნების" მთელი ელიტა კრემლის აგენტებად შერაცხა!

   10 წლის განმავლობაში "ქართულოცნება" არწმუნებდა ქართველ ხალხს, რომ მაწონი შავია, რომ მარგველაშვილი და ზურაბიშვილი, კვირიკაშვილი, გახარია და უსუფაშვილი არიან გამორჩეული პრეზიდენტები, პრემიერმინისტრები და პარლამენტის თავმჯდომარეები, რომელთა მსგავსის პოვნა მთელ დუნიაზე შეუძლებელია, სანამ თითოეულმა მათგანმა არ უღალატა და ოპოზიციონერად, ან სუკაც - მტრად არ იქცა! დღეს თითოეულის გვერდით მათი მეგობრები დგანან, ჯერ კიდევ ახლახან - შსს–სა და სუს–ის ხელმძღვანელები, ხოლო უსუფაშვილს, რომელიც დღეს ბანკირხაზარაძის პარტიაშია, მეუღლე - ყოფილი თავდაცვის მინისტრია. ანუ, დღეს საქართველოში არ არსებობს სახელმწიფო საიდუმლო, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია არ ფლობს!

   გუშან სააკაშვილი ვაშინგტონში ჩაფრინდა და იმავე სასტუმროში დასახლდა, სადაც ყოფილპრემიერ-მინისტრგახარია გაჩერდა. კიდევ, მან ვაშინგტონში უხმო თავისი პარტიის ცრუ თავმჯდომარე მელიადა მის მიერ შექმნილი კოალიციის მესამე პარტიის თავმჯდომარე - ჯაფარიძეს ბანკირი ხაზარაძის „ლელოდან“. თითოეული მათგანისთვის სააკაშვილმა, თავისი და ბიძა თემურის ძლიერი კავშირების გამოყენებით, ვაშინგტონში სერიოზული შეხვედრები მოაწყო მოქმედ ამერიკელ პოლიტიკოსებსა და მთავარი - დემოკრატიული და რესპუბლიკური ინსტიტუტების (NDI და IRI) ხელმძღვანელობასთან. საღამოობით კი, სააკაშვილის ნომერში, ჩუსტებსა და ხალათში, მეზობელი ნომრიდან გახარია სამუსაიფოდ მოდის ...

   ოღონდ ნუღარ გაიმეორებენ, რომ ოპოზიციას ფარულად ხელმძღვანელობს ყოვლისშემძლე ივანიშვილი! რომ გახარია და სააკაშვილი დილით ბუფეთში შემთხვევით, როგორც მიმინო და ფრუნზიკა, შეხვდნენ! რომ მზაკვარი“ ივანიშვილი, სააკაშვილის ტელეკომპანია "მთავარი არხის" ხელით, საკუთარი გუნდის აბეზარ წევრებს იშორებს! და რომ გახარია არის ივანიშვილის პროექტი, რომელიც ქართულ პოლიტიკას ჭადრაკივით თამაშობს!

დროა გულწრფელად ვაღიაროთ, რომ სააკაშვილი-გახარია-ხაზარაძე გაერთიანებული კოალიციაა, რომელმაც ჩაანაცვლა 20-პარტიანი ჩაფლავებული გაერთიანებული ოპოზიცი, მძლავრი ძალაა! და რომ ერთად ისინი უფრო მეტ ხმებს აიღებენ, ვიდრე „ონება“. ამიტომ, ყველა დარტყმა, რაც "ქართულმა ოცნებამ" უკვე მიიღო და კიდევ ბევრს მიიღებს, მან თავად დაიმსახურა!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 24 ივნისი
საქართველო, თბილისი