პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი გულწრფელი მწუხარება და სამძიმარი გამოვუცხადო ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახს

 საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. მე მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი გულწრფელი მწუხარება და სამძიმარი გამოვუცხადო ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახს, მის ახლობლებს, კოლეგებს და ყველას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება, ეს არის ტრაგედია და მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზი შეიძლება იყოს ამის უკან

„მე მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი გულწრფელი მწუხარება და სამძიმარი გამოვუცხადო ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახს, მის ახლობლებს, კოლეგებს და ყველას. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება, ეს არის ტრაგედია. მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზი შეიძლება იყოს ამის უკან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.