პუბლიკაციები
თეა ბარნაბიშვილი - ჟურნალისტებს: სად იყავით სააკაშვილის დროს?!

 საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი.

ნიკა გვარამია

ინგა გრიგოლია

ვახო სანაია

ეკა კვესიტაძე

დიანა ტრაპაიძე

ეკა მიშველაძე...

და კიდევ დანარჩენ ჟურნალისტებს მინდა მოგმართოთ და გკითხოთ: თქვენ, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს იყავით ჟურნალისტები და თქვენ "პროფესიულ" საქმიანობას ეწეოდით, რატომ მაშინ არ იღებდით ხმას? რატო მაშინ არ აპროტესტებდით, ხელისუფლება რომ ადამიანებს ხოცავდა?

სანდრო გირგვლიანი

ბუტა რობაქიძე

ვაზაგაშვილი...

უმოწყალოდ ამოხოცილი აფრასიძეები...

გამცემლიძე

ზურა ჟვანია

გურამ შარაძე

და კიდევ რამდენი, რომლის ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს...რატომ არ ამოიღეთ ხმა, როცა კობა დავითაშვილი სასტიკად სცემეს, რატომ არ გააპროტესტეთ და არ შეცვივდით პარლამენტში, როცა იმედი დაგირბიეს, რატომ არ წიოდით და კიოდით როცა 26 მაისი და 7 ნოემბერი მოაწყო ხელისუფლებამ… რატომ არ ამოიღეთ ხმა,როცა წაგებული ომი აზეიმა ხალხს მიშამ რუსთაველზე... რატომ არ აღშფოთდით მაშინ, როცა საკუთარი ქვეყნის დასაცავად წასული და რუსების მიერ ამოხოცილი ქართველი ჯარისკაცები ყვავ-ყორნების საჯიჯგნად მიატოვა ბრძოლის ველზე თქვენმა საქებარმა "მთავარსარდალმა" და საპატრიარქო, რომ არა მოკლული შვილის დედები საკუთარ მიცვალებულსაც კი ვერ დაიტირებდნენ…რატომ არ ამბობდით,რომ სააკაშვილის ხელუსუფლება გვამებზე იდგა, ადამიანების ტანჯვა-წამებაზე...რატომ..რატომ...რატომ...კითხვები ბევრია თქვენი მისამართათით, მაგრამ....თქვენ ხართ ფულზე გაყიდული მონები ეშმაკს მიყიდული სულით...თქვენ არ ხართ ჟურნალისტები...რადგან ჟურნალისტი მიუკერძოვებული უნდა იყოს და არა მოღალატე, სულგაყიდული...მრცხვენია, რომ ასეთ პატარა ქვეყანაში ამდენი შიდა მტერი გვყავს...მრცხვენია, როცა წამლით გარდაცვლილი ახალგაზრდა ადამიანის სახელს, პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებთ...თქვენ კი არც სირცხვილი, არც თავმოყვარეობა, არც ზნეობა და არც საკუთარი მეობა არ გაგაჩნიათ...კარგია რომ მიხვდა ხალხი, ვისთან აქვს საქმე და სწორედ ამიტომ ვერ განახორციელეთ ის, რასაც ამდენი ხანი ნატრობდით: ქვეყნის დაქცევა-განადგურება. სირცხვილი თქვენ და თქვენ ტელევიზიებს", -წერს თავის ფეისბუქ–გვერდზე თეა ბარნაბიშვილი.