უცხოეთი
მიხეილ სააკაშვილი - ეს არის ნათელი გაკვეთილი ყველასთვის, ვინც იგივეს აკეთებს ახლა, ივანიშვილის სასარგებლოდ საქართველოში!

 საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. "ეს არის ნათელი გაკვეთილი ყველასთვის, ვინც იმავეს აკეთებს ახლა, ივანიშვილის სასარგებლოდ საქართველოში", - ასე ეხმიანება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის, ყოფილ ხელმძღვანელ თანამდებობის პირების სასამართლო პროცესს, რომელთაც ბრალად მიხეილ სააკაშვილის უკანონო გატაცება ედებათ.

"უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის, ყოფილ ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს, გენერალ პიმენოვს და მის მოადგილეს პოლკოვნიკს, ასამართლებენ ჩემი უკანონო გატაცებისთვის. თავის დროზე მათ ბევრი ფული აიღეს პარაშენკოსგან და ბინებიც მიიღეს და წოდებებიც - ჩემი მოტაცებისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, დამცირებისთვის და ქვეყნიდან უკანონოდ გაგდებისათვის. ახლა ისინი დარჩნენ სამხედრო წოდებების და სამსახურის გარეშე და მათ ემუქრებათ მრავალწლიანი პატიმრობა. ეს არის ნათელი გაკვეთილი ყველასთვის, ვინც იგივეს აკეთებს ახლა, ივანიშვილის სასარგებლოდ საქართველოში!

სისხლის სამართლის საქმე, რომელიც პარაშენკომ აღძრა ჩემს წინააღმდეგ დაიხურა და ახლა მიმდინარეობს პროცესი იმ სისხლის სამართლის საქმის გამყალბებლების პასუხისმგებლობაში მიცემის მიმართულებით და ესეც ნათლად ადასტურებს, რომ დრონი მეფობენ და არა მეფენი და სამართალი ბოლოს მაინც პურს ჭამს", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

frontnews.eu