პოლიტიკა
არ დაველოდოთ სააკაშვილის დაბრუნებას და ხელოვნების მუზეუმი ავლაბრის სასახლეში გადავიტანოთ! - საქინფორმი

 საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. სააკაშვილის პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობისაქტივი და მხარდამჭერები, რომლებიც დაარსების დღიდან ებრძვიან ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, სტალინს და ძეგლებს, კერძოდ - კვარცხლბეკიდან ჩამოაგდეს ბელადის უნიკალური ქანდაკება გორში, ააფეთქეს დიდი სამამულო ომის გმირების მემორიალი ქუთაიში, როგორც ფაშიზმთან გათანაბრებული საბჭოთა პერიოდის სიმბოლოოები, დღეს მიტინგებს მართავენ საქართველოს შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის - ყოფილი თბილისის სასულიერო სემინარიის, დასაცავად, სადაც სოსო აშვილი სწავლობდა. ვისგან იცავენ? მეცენატი ბიძინა ივანიშვილისგან, რომელმაც საკუთარი ფულით აღადგინა ძეგლების, მუზეუმების, თეატრების, ეკლესიების და სხვა ღირსშესანიშნაობების უმეტესობა საქართველოში?!

თუმცა მუზეუმთან შეკრებილებს კრინტიც არ დაუძრავთ, რომ შენობა დაზიანებულია არა ივანიშვილის მიერ აშენებული სასტუმრო პანორამას“, არამედ მუზეუმის კედლების ქვეშ, პუშკინის ქუჩის ნაცვლად უგულავას მიერ აგებული ესტაკადის გამო, რომელზეც ასიათასობით მანქანა დაჰქრის! პროექტის, რომელიც განახორციელა თბილისის ყოფილმა მერმა და სააკაშვილის ჩვარმა თბილისის ბიუჯეტიდან ფულის მოპარვისა და არჩევნებზე ბრბოს მოსყიდვის მიზნით...

   რაც შეეხება შენობის რესტავრაციისას მუზეუმის ექსპონატების გადატანას, ვარიანტი ბევრია. საქინფორმი წიანდადებას აყენებს, ერთ–ერთ ვარიანტად განიხილონ მიშას ავლაბრის სასახლედ წოდებული ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია, ანუ - თბილისის ჟანდარმერიის შენობა, სადაც სააკაშვილამდე მიწისქვეშა საკანში დაპატიმრებული კობა იჯდა... შენობა, რომელიც ქართველ ხალხს მილიარდი დაუჯდა, ცარიელია და მისი მოვლა ყოველთვიურად დედაქალაქის ბიუჯეტს ასობით ათასი ლარი უჯდება. მავანნი ამბობენ, რომ მას სააკაშვილის დასაბრუნებლად ამზადებენ ...

საქინფორმი