უცხოეთი
ჯო ბაიდენი 11 სექტემბრის ტრაგედიიდან 20 წლისთავზე ტერაქტის სამივე ადგილთან გეგმავს მისვლას

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მეუღლესთან ერთად 11 სექტემბრის ტრაგედიიდან 20 წლისთავზე ტერაქტის სამივე ადგილთან გეგმავს მისვლას. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters „თეთრ სახლზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია, თავდაპირველად ჯო ბაიდენი ნიუ-იორკში ჩავა და იმ ადგილას მივა, სადაც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობას ტერორისტები გატაცებული თვითმფრინავებით შეეჯახნენ. ამასთან, ბაიდენი ჩავა არლინგტონში, სადაც გამტაცებლებმა მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დააჯახეს.

შეგახსენებთ, 2001 წლის 11 სექტემბერს 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. ერთმა მათგანმა მიზნამდე ვერ მიაღწია, მეორე პენტაგონის შენობას დაეცა, დანარჩენი ორი თვითმფირნავი კი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობას შეეჯახა. ტერაქტს 2 753 ადამიანი ემსხვერპლა.

interpressnews.ge