პუბლიკაციები
რუსეთისა და პუტინის მაგინებელი პირდაპირ ეთერში გაშიშვლდა და ნემსი იჩხვლიტა! - საქინფორმი

 საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. ვიდეოში და ფოტოზე - ტელეკომპანია მთავარი არხის” გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამია თავისი საავტორო ტელეგადაცემა მიჰყავს და პირდაპირ ეთერში ნემსს იკეთებს, როგორც თავად ამბობს - ტკივილგამაყუჩებელს, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით - ნარკოტიკს. მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა არც ქართულ და არც სხვა რომელიმე ტელევიზიაში! ნიკა გვარამია ქართულ ტელესივრცეში მთავარ მოდის კანონმდებლად და ავტორიტეტად, "დასავლური სტანდარტების" ეტალონად და მგზნებარე რუსოფობად მიიჩნევა. სააკაშვილის პრეზიდენტობისას, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე მოგვიანებით სათავეში ჩაუდგა ტელევიზია "რუსთავი 2"–ს – სააკაშვილის პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პროპაგანდისტულ რუპორს, რომელმაც 2003 წლის 23 ნოემბერს საქართველოში "ვარდების რევოლუცია" განახორციელა. შემდგომ, კანონიერი მფლობელისთვის ტელეკომპანიის დაბრუნების შემდეგ, გვარამია, თავისი ყველაზე ერთგული თანამშრომლებით, გადავიდა ახალ ტელეკომპანია მთავარ არხში(საქართველოში ყველაზე ძლიერი ტელეკომპანია), რომელიც ისევე, როგორც “რუსთავი 2”, სააკაშვილს ეკუთვნის. წარმოშობით აფხაზეთიდან, გვარამია ჰომოსექსუალია, მისი ბოიფრენდი – ტელეწამყვანი გაბუნია, სწორედ ის, ვინც პირდაპირ ეთერში აგინა რფ–ის პრეზიდენტ პუტინსა და მის განსვენებულ მშობლებს, რითაც მთელ მსოფლიოში „სახელი გაითქვა“!

   აი ასეთ იდეალებსა და ღირებულებებს ახვევს თავს ტელემაყურებლებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, პოლიტიკური ძალსააკაშვილის ლიდერობით, რომელიც იმედოვნებს, რომ 2 ოქტომბერს საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნდება...

 

საქინფორმი