საზოგადოება
მინისტრი, არმიის გენერალი ევგენი ზინიჩევი ჟურნალისტის სიცოცხლის გადარჩენისას დაიღუპა - საქინფორმის სამძიმარი

  საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. ქართული საინფორმაციო– ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის ჟურნალისტთა კოლექტივი ღრმა თანაგრძნობას უცხადებს რუს ხალხსა და რუსეთის პრეზიდენტს რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრის, არმიის გენერალი ევგენი ზინიჩევის გმირულად დაღუპვასთან დაკავშირებით.

ევგენი ზინიჩევი ტრაგიკულად დაიღუპა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ნორილსკში, არქტიკული ზონის საგანგებო სიტუაციებისგან დაცვის უწყებათაშორის წვრთნებზე ყოფნისას, ჩვენი კოლეგის - წყალში ჩავარდნილი რუსი ჟურნალისტის სიცოცხლის გადარჩენისას. მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ ბევრი მაშველი იყო, რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრ უყოყმანოდ უმალ წყალში ჩახტა, მაგრამ, სამწუხაროდ, წყალქვეშა ქვებზე დაეცა ... ორივე დაიღუპა ვერტმფრენში, საავადმყოფოში ტრანსპორტირებისას.

ჩევენ, საქინფორმის ჟურნალისტები, თანავუგრძნობთ ევგენი ზინჩევი თანამშრომლებს, ახლობლებს, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, მიგვაჩნია, რომ მის მაგალითზე უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილები, მათი ეროვნების მიუხედავად. ეჭვი არ გვეპარება, რომ რუსეთის პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას გმირის ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ.

საქინფორმის რედაქციის სახელით -

მთავარი რედაქტორი ა. ხიდირბეგიშვილი