პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: არჩევნები დამთავრდება და ყველა შეთქმულებაში მონაწილე ადამიანს, მოღალატესა და ქვეყნის მტერს გაეცემა საკადრისი პასუხი

 საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. იქნება ნულოვანი კომპრომისი, არჩევნები დამთავრდება და ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი, ყველა მოღალატესა და ჩვენი ქვეყნის მტერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კასპში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, ვახტანგ მაისურაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ვართ ძლიერი ხელისუფლება. ვიღაცებს შეიძლება, ჯერ კიდევ ჰქონდეთ ილუზია, მაგრამ არავითარი კომპრომისი არ იქნება. ნულოვანი კომპრომისი იქნება ნებისმიერ მცდელობაზე, რომ რაიმე პროვოკაცია მოაწყონ ქვეყანაში. არჩევნები დამთავრდება და ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი, ყველა შეთქმულებაში მონაწილე ადამიანს, ყველა მოღალატესა და ჩვენი ქვეყნის მტერს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.