პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოს ნაცვლად, სააკაშვილი ამერიკაში გაფრინდა, რომ რუსეთთან ქართული ეკლესიის „კავშირების“ შესახებ „კომპრომატები“ ქსელში ჩაუშვას!

     6 სექტემბერს სააკაშვილმა თავის Facebookგვერდზე გააცხადა, რომ 2 ოქტომბერს დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში დაბრუნდება ( აქ ჩამოთვლილია საქართველოში სააკაშვილის დაბრუნების მიზნები).

თუმცა საქართველოს ნაცვლად, სააკაშვილი 12 სექტემბერს აშშ–ში ჩაფრინდა, ვითომდა ახალშობილი ძმისწულის შვილის - თემურ ალასანიას შვილიშვილის მოსანახულებლად (უცნაური საქციელი პოლიტიკოსის მხრიდან ასეთ დაძაბულ მომენტში, მით უმეტეს, რომ მიშა ყოველთვის გულცივად ექცევა საკუთარ ვაჟებს, რომლებიც მისმა მეუღლე სანდრა რულოვსმა მარტოგაზრდა).

სინამდვილეში სააკაშვილს 4 მიზან ჰქონდა:

1 - სასწრაფოდ დატოვოს უკრაინა, რათა ჰქონოდეს ალიბი - იმ დღეს, 12 სექტემბერს, დაუდგენელი პირები საკუთარ აგარაკზე კლავენ უკრაინელ მოსამართლე ვიტალი პისანეცს, რომელმაც ერთი დღით ადრე, 11 სექტემბერს, საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო – მკვლელის, რომელიც ასრულებდა პრეზიდენტ სააკაშვილის ნებისმიერ ბრძანებას. ქართულ ციხეში ქარდავას შეეძლო მიეცა ჩვენება სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც რამდენიმე უვადო პატიმრობას ითვალისწინებს;

2 - საქართველოში დაბრუნებამდე მიეღო ინსტრუქციები თავისი კურატორისა და მეურვისგან, რომელმაც მამა შეუცვალა - ღვიძლი ბიძის, კგბ – ს პოლკოვნიკი თემურ ალასანიასგან;

3 - რათა აცრილიყო Pfizer– ის ბუსტერ დოზით (სავალდებულო მოთხოვნა ევროკავშირსა და აშშ – ში შესასვლელად) საქართველოში დაბრუნებამდე და აქედან ევროპასა ან აშშ–ში გაქცევის შემთხვევისთვის (სააკაშვილმა უარი თქვა უკრაინაში ვაქცინაციაზე, არცთუ უსაფუძვლოდ იმის შიშით, რომ ვიტალი პისანეცივით შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი გახდებოდა);

4 - რათა აშშ–დან ჩაეშვა ქსელში კომპრომატი საქართველოს ხელისუფლებასდა მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რაც წარმატებით განაახორციელა, წინა სამი ამოცანის მსგავსად. სააკაშვილს ახსოვს, რომ ქართულ ციხეებში წამების ამსახველმა კადრებმა, რომლებიც ევროპიდან გავრცელდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, წინასწარ განსაზღვრა მათი შედეგები არა მის სასარგებლოდ.

   12 სექტემბერს სააკაშვილი Dark Web– ზე არეგისტრირებს საიტს DreamLeaks.net, რომლის IP მისამართია კალიფორნია, სან ხოსე. საიტზე ატვირთულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 2014 წლიდან 2021 წლის 23 თებერვლამდე პერიოდში განხორციელებული ათასობით აუდიომოსმენების სტენოგრამების word-ფაილი და ფარული თვალთვალის ამსახველი ვიდეოფაილები.

   13 სექტემბერს, სააკაშვილის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „პირველი“ ავრცელებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურთა თვალთვალის ამსახველ ყველაზე მთავარ მასალებს, კათოლიკოს-პატრიარქის, საპატრიარქო ტახტის თანამოსაყდრის, მდივან-რეფერენტის, ეპისკოპოსებისა და მიტროპოლიტებით დაწყებული, უბრალო ბერებით დამთავრებული. მასალები „ადასტურებს“ რუსეთის სასარგებლოდ საპატრიარქოს უმაღლესი წრეების "შპიონაჟის ფაქტებს“, ზოგიერთი იერარქის პირადი ცხოვრების „გარყვნილ წესს“ (საყვარლები, პედოფილია), კორუფციას და უკანონო ბიზნესებს ეკლესიაში და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „გადაბირებული“ სასულიერო პირების არსებობას.

   ამრიგად, სააკაშვილმა მოახდინა არა არტო ქართულტრადიციულმართლმადიდებლურღირებულებების სადარაჯოზე მდგომი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის კომპრომეტირება, არამედ შექმნა კონფლიქტი ქართულ სახელმწიფოსა და ქართულ ეკლესიაშორის, რომლის მიყურადებაც ხელისუფლებამ „გაბედა“.

   ყურადღება: მანამდე 3 დღით ადრე, 10 სექტემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს აშშ -ის ელჩი ჯონ სალივანი, რომელსაც დოკუმენტურად დაუმტკიცეს, რომ ამერიკული ინტერნეტ–კომპანიები ჩაერივნენ რუსეთში 17 სექტემბრისთვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში.

   დღეს კი, სააკაშვილის წყალობით, სავსებით შესაძლებელია აშშ–ის დადანაშაულება საქართველოში 2 ოქტომბერს დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ჩარევაში.

   როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრეზიდენტობისას, სააკაშვილმა შსს–ში შექმნა კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტი, სადაც მოიწვიეს ყველაზე ნიჭიერი საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტები, რომლებმაც, შს მინისტრი ვანო მერაბიშვილის მითითებით, განახორციელეს ჰაკერული თავდასხმები გატეხვებითა და უკანონო აუდიო და ვიდეო თვალთვალი. ისინი დღესაც პროფილით მუშაობენ იმავე ძალოვან სტრუქტურებში, რადგან საქართველოში მათზე უკეთესები არ არსებობენ. მაშ, ეგებ სუს–იდან, ან შსს–დან მასალების "გაჟონვის" ორგანიზება კვლავ მოახდინა მერაბიშვილმა, რომელმაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილს ციხეებში წამების ამსახველი კადრები მიჰყიდა?! ასე რომ, ღირდა კი ვანიჩკას მიერ „ქართული ოცნებისთვის“ მემკვიდრეობით დანატოვარი ფარული თვალთვალის, მათ შორის, დღევანდელი ოპოზიციის ლიდერების – მაშინდელი „ნაცმოძრაობის“ ხელისუფალთა, პირადი ცხოვრების ამსახველი ათიათასობით ფაილის განადგურება?..

   ყურადღება: 13 სექტემბერს ტელეკომპანია პირველმა“ გამოაქვეყნა მასალების მხოლოდ მესამედი, პირველი ნაწილი გამოქვეყნდა 1 აგვისტოს, სუს–ის დაარსების მე -6 წლისთავის დღეს, სააკაშვილის ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ, რომლის გენდირექტორმა - ნიკა გვარამიამ 30 წუთის განმავლობაში პირდაპირ ეთერში იკითხა სუს–ის თანამშრომლების რაპორტები საქართველოს პრეზიდენტის, პრეზიდენტის და მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლების, პარლამენტარებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ერთ -ერთი უცხოური საელჩოს თანამშრომლის სატელეფონო საუბრების მოსმენის შესახებ, და ასევე, მმართველი ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, ბიზნესმენებისა და, მათ შორის – ჰომოსექსუალური ორიენტაციის მქონე სასულიერო პირთა ინტიმური ცხოვრების თვალთვალის შესახებ. მაგრამ სუს–მა მას დეზინფორმაცია უწოდა, ხოლო გენერალურმა პროკურატურამ, მართალია, საქმე აღძრა სრულიად საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის თაობაზე, მაგრამ თვე–ნახევრის განმავლობაში ვერაფერიც ვერ გამოიძია! ამგვარი დაუსჯელობის შემხედვარე, გვარამიამ გასულ კვირას, იმავე საავტორო ტელეგადაცემაში მთავარ არხზე“, გამოაქვეყნა მასალების მეორე ნაწილი, სადაც ჩამოთვალა ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა მონაცემები, რომლებიცქართული ოცნებიდანკენჭს იყრიან მოსალოდნელ არჩევნებში.

   ზომები არ იქნა მიღებული მანამდეც, როდესაც სრულიად საიდუმლო ინფორმაციის მატარებლები - სუს–ის ხელმძღვანელის მოადგილე, ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი და შსს–ს წამყვანი თანამშრომლები - გუნდურად შეუერთდნენ ექს–პრემიერი გახარიას ახალ ოპოზიციურ პარტიას. ასევე იგნორირებული იქნა საქინფორმის მრავალი მიმართვა - რომ სამთავრობო, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების სტრატეგიული საკომუნიკაციო სამსახურები, რომლებიც პასუხს აგებენ არა მარტო ორგანიზაციაზე, არამედ პიარ და მედია სეგმენტზე, დაკომპლექტებულია არასათანადო კადრებით, და რომ ძალოვანი სტრუქტურების "ნაცრისფერი მასით" დაკომპლექტება პრინციპით – "რაც უფრო დაბალია IQ, მით უკეთესი", გამოიწვევს კრეატიულ კადრებმოკლებული სპეციალური სამსახურების დეგრადაციას.

   "ეს ყველაფერი არის რუსული KаКеПе მეთოდები!" - ისტერიკაშია დღეს ქართული ოპოზიცია, რომელმაც სააკაშვილისგან საჩუქრად მიიღო საქართველოს სუს–ის ‘სრულიად საიდუმლო“ მოღვაწეობის შედეგები ბოლო 7 წლის განმავლობაში... ქართული ოპოზიციის ლიდერები იმდენად დებილები არიან, რომ არ იციან რუსული აბრევიატურა "КГБ" - ს მნიშვნელობა და ამიტომაც გამოთქვამენ მას როგორც „კაკეპე“. მსოფლიოში რომელი სპეცსამსახური არ ახორციელებს ფარულ, აუდიო ან ვიდეო თვალთვალს?! არცერთი! „სასურველ“ დასავლეთში ტოტალური თვალთვალი მიმდინარეობს, პრეზიდენტებიდან დაწყებული, რიგითი მოქალაქეებით დამთვარებული! მაშ, რა შუაშია აქ რუსეთი და „КГБ“?! უფრო მეტიც, “КГБ“ -ს დროს არ არსებობდა ციფრული ტექნოლოგიები, ინტერნეტი, მობილური ტელეფონები, შესაბამისად, თვალთვალის მეთოდებიც გაცილებით მწირი იყო.

კარგი, უსმენდნენ, უთვალთვალებდნენ – არ ვდაობთ, მაგრამ შედეგად – რა? სად არის მიღებული ინფორმაციის ოპერატიული რეალიზაცია?! "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ვინმე დააკავა შპიონაჟისთვის, აწამა, მოკლა?! არა! ამიტომ, ახლანდელი თვალთვალის გათანაბრება ზუგდიდის ტყეში დამარხული კასრებიდან ამოღებულ წამების კადრებთან არაფრით არ გამოვა! ეგებ საზოგადოებისთვის სასარგებლოც კი იყოს იმის ცოდნა, რომ ბევრი იერარქი, რომლებსაც ისინი აღსარებას აბარებენ, თავის მხრივ, აღსარებას“ აბარებენ ოპოზიციური ტელეარხების ტელეწამყვანებს და, ამავდროულად, კონტაქტში არიან რუს ამხანაგებთან“! და დროა სექსუალურმა მანიაკებმა და პედოფილებმა, პოლიტმიტროპოლიტებმა და ბიზნეს–ეპისკოპოსებმა დატოვონ ეკლესიის წიაღი, ამიტომ გამოქვეყნებული ფაილები - სინოდსა და კათოლიკოს -პატრიარქ ილია მეორეს მხოლოდ დაეხმარება!

   განსაკუთრებით სახალისოა იმის ყურება, თუ როგორ მოქმედებენ ერთიან ფრონტად ილია მეორის ხელისუფლებისგან დასაცავად ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და სააკაშვილის ტელეკომპანიები, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას 20 წელი თავს რომ ესხმოდნენ!

P.S.

ნიუ – იორკიდან, ჟანრის კანონების თანახმად, მფრთხალი მიშკა გაფრინდა სტრასბურგში, რათა მიეღო გარანტიები საქართველოში მისი დაპატიმრების შემთხვევაში (იხ. ფოტო სააკაშვილის ფულით გახსნილ ევროპარლამენტის რესტორანში). ხოლო, მომდევნო პუნქტია საქართველოს საზღვრის შტურმი, როგორც მაშინ - უკრაინულის, სადაც სააკაშვილს "ათასობით ეგზალტირებული გულშემატკივარი" ხვდება! ოღონდ იულია ტიმოშენკოს როლს ამჯერად თაკო ჩარკვიანი შეასრულებს...

 

 

 

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 15 სექტემბერი
საქართველო, თბილისი