საზოგადოება
მარინა კალიურანდი: სააკაშვილს მოვუწოდე, თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან, პატივი სცეს ეუთო-ოდირის გადაწყვეტილებას 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ

 საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. ევროპარლამენტის წევრი მარინა კალიურანდი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკშვილთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე მან მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, თავი შეიკავოს საქართველოში პროვოკაციებისგან და თავისი პოლიტიკური კაპიტალი დეპოლარიზაციის ხელშეწყობისთვის გამოიყენოს.

„ევროპარლამენტის წევრების მიხეილ სააკაშილთან შეხვედრაზე, მე მოვუწოდე მას, თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან და გამოიყენოს თავისი პოლიტიკური კაპიტალი საქართველოში წინასაარჩევნო სიტუაციის დეპოლარიზაციის ხელშეწყობისთვის, პატივი სცეს ეუთო/ოდირის გადაწყვეტილებას 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ“, – წერს მარინა კალიურანდი.