რელიგია
რომის პაპი: ეკლესია ვერ მიიღებს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, რადგან ქორწინება არის საიდუმლოება ქალსა და მამაკაცს შორის

 საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ ეკლესია ვერ მიიღებს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, რადგან ქორწინება არის საიდუმლოება ქალსა და მამაკაცს შორის.

რომის პაპმა ეს განცხადება ბრატისლავადან რომში დაბრუნებისას, თვითმფრინავის ბორტზე მედიას განუცხადა.

ამასთან, პონტიფიკოსმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ და უნდა მიიღონ სამოქალაქო კანონები, რომლებიც ერთნაირსქესიან წყვილებს მისცემს მემკვიდრეობის მიღებისა და სამედიცინო დაზღვევის უფლებებს.

„მე ამ საკითხზე მკაფიოდ მისაუბრია. ქორწინება არის საიდუმლოება. ეკლესიას არ აქვს ძალაუფლება, შეცვალოს საიდუმლოება. ასე დააწესა ღმერთმა. არის კანონები, რომლებითაც ცდილობენ, დაეხმარონ სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციის ადამიანების სიტუაციაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს ეხმარება ადამიანებს, თუმცა იმის დაწესების გარეშე, რაც ბუნებით არ მოქმედებს ეკლესიაში. თუმცა თუ ჰომოსექსუალ წყვილს სურს, ცხოვრება ერთად გაატაროს, ქვეყნებს აქვთ შესაძლებლობა, სამოქალაქო კუთხით მხარი დაუჭირონ მათ, მისცენ მათ უსაფრთხოება მემკვიდრეობისა და ჯანდაცვის კუთხით.

ქორწინება არის ქორწინება, თუმცა ეს არ ნიშნავს ასეთი ადამიანების დაგმობას, არა, ისინი არიან ჩვენი ძმები და დები, ჩვენ მათთან ახლოს უნდა ვიყოთ, თუმცა ქორწინება, როგორც საიდუმლოება, ნათელია“, – განაცხადა ფრანცისკემ.