საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: აზერბაიჯანელებს ბრძენი ლიდერი ჰყავთ, რომელიც საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავს

 საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანელებს ბრძენი ლიდერი ჰყავთ, რომელიც საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს ნდობის გაჩენისა და შეთანხმების მიღწევისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრმა მედიაციის პროცესში ჩართულობისთვის მადლობა ასევე გადაუხადა ამერიკელ კოლეგებს.

„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შუამავლის როლის შესრულება აბსოლუტურად ჩემი ინიციატივა იყო. ჯერ ჩავედი პრეზიდენტ ალიევთან, მე მინდა ღრმა პატივისცემა გამოვხატო მის მიმართ. აზერბაიჯანელებს მართლაც ბრძენი ლიდერი ჰყავთ, რომელიც საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავს. მასთან მქონდა საუბარი და იქ დაიბადა ეს იდეა. შემდეგ ჩავედი ერევანში, ბატონ ფაშინიანთან. მის მიმართაც მინდა, რომ პატივისცემა გამოვხატო და ასევე, მინდა მადლიერება გამოვხატო იმ ნდობისთვის, რომელიც პირადად მე გამომიცხადეს პრეზიდენტმა ალიევმა და პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა. ნდობაზე დაეფუძნა ეს ყველაფერი, სპონტანურად განვითარდა ეს იდეა. ვიზიტები იყო მაისში, მთელი მაისი ვიმუშავეთ, არაერთი სატელეფონო ზარი მქონდა პრეზიდენტ ალიევთან და პრემიერ ფაშინიანთან და ბოლოს იყო ჩემი რამდენიმე საათიანი, ღამის ორ საათამდე საუბარი ორი ქვეყნის ლიდერთან და მადლობა ორივე ლიდერს, რომ ეს ნდობა გაჩნდა და შეთანხმება შედგა. რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ პროცესში და ჩვენ ერთად გავაკეთეთ“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.