პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: გამოფინეს პლაკატები, რომლის ავტორია ისრაელიდან ჩამოთრეული ვინმე მოშე კლუგჰაფტი, ვიღაც ნაძირალა

 საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. ისევ გამოფინეს პლაკატები, მე ვარ ცენტრში, ამ პლაკატების ავტორი არის ვინმე მოშე კლუგჰაფტი, ვიღაც ავანტიურისტი, სრული ნაძირალა, გადამთიელი, ივანიშვილის მიერ ისრაელიდან ჩამოთრეული, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი ვიდეოჩართვაში განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ სიტუაცია ამ დონემდე მივიდა.

„როგორ ეზიზღებით ივანიშვილს და როგორი დაბალი წარმოდგენა აქვს ქართველი ხალხის ინტელექტზე, რომ ამ აბსოლუტურ ნაგავს აძლევს უამრავ ფულს და თვლის, რომ ის ჩვეულებრივად დაგასიაფანდებთ. არ გვეთაკილება, რომ ასეთი სიტუაციაა და ასე დაგვცინიან? არ გიტყდებათ, რომ ვიღაც მოშე კლუგჰაპტი, ისრაელიდან ჩამოთრეული ნაგავი არის მთავარი გენერალი თქვენი ტვინების წინააღმდეგ ომის? მაგრად ტეხავს, უბრალოდ. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ დონემდე მივედით ყველანი. ეს საგიჟეთი უნდა დამთავრდეს, რადგან ყველაფერს აქვს საზღვარი, წერტილი“, – განაცხადა სააკაშვილმა.