პოლიტიკა
ამერიკის კონგრესში ჯორჯ ვაშინგტონს მეძახიან, იმის მაგივრად, ძეგლი დამიდგან, დაჭერას მიპირებენ – მიხეილ სააკაშვილი

 საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. ამერიკის კონგრესში ჯორჯ ვაშინგტონს მეძახიან – ამის შესახებ საქართველოს მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„თუ ქართველი ხალხი დაუშვებს იმას, რომ ივანიშვილმა, ამ ტლუმ, „ბეზპრედელშიკმა“ გაიტანა ის, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი გაუშვა ციხეში, მაშინ ყველაფრის ღირსი ვყოფილვართ. ქართველმა ხალხმა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. მე არაფრის მეშინია. მე ვკარგავ ჩემ ქვეყანას. ჩვენ ვკარგავთ ჩვენ ქვეყანას და მე მივდივარ ბოლომდე. თუ ქართველი ხალხი მზად არის, მისცეს მას საშუალება, რომ სააკაშვილი გაუშვას ციხეში, კი ბატონო, ქართველმა ხალხმა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ მთავარი კითხვა აქ არის – ერთი კაპიკი არ წამიღია საქართველოდან. ნამდვილად, ყველა ის ბრალდება, რომელიც მე წამიყენეს, თავიდან ბოლომდე ყალბია და ეს ყველამ იცის, მათ შორის, ეს ყველაფერი იციან მათ.

კი ბატონო, არ შერცხვება ყველა იმას, მათ შვილთაშვილებს, ადამიანზე, რომელზეც ჩემს თავზე ლაპარაკი ძნელია, მაგრამ ამერიკის კონგრესში უწოდებენ ჩვენი რეგიონის ჯორჯ ვაშინგტონს, რომ ჩვენ ვიყავით თაობა, რომელმაც ეს ჯორჯ ვაშინგტონი, იმის მაგივრად, რომ მისთვის სადღაც ძეგლი დაედგათ – ჩემს თავზე ძეგლს არ ვითხოვ, მაგრამ მე ვამბობ ფიგურალურად, აიღეს და ჩვეულებრივად ჩაკეტეს დილეგში? კი ბატონო, რა პრობლემაა“, – განაცხადა სააკაშვილმა.