რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: რატომ აწყობს ხელისუფლებას არჩევნების მეორე ტური, ანუ საქართველოს რამდენი მოქალაქე არ არის რუსეთის მტერი

   სამი დღე გავიდა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან, რომლის თამასა ოპოზიციამ ხელოვნურად აწია რეფერენდუმის დონეზე არაკორექტულად დასმულ საკითხზე: "ან ივანიშვილის ხელისუფლება და საქართველო ბრუნდება რუსეთთან, ან სააკაშვილის ხელისუფლება და საქართველო ბრუნდება დასავლეთთან“. და ეს - იმისდა მიუხედავად, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფოს ევროატლანტიკური ორიენტაცია გაამყარა კონსტიტუციით - შეიტანა ჩანაწერი ნატოსკენ უალტერნატივო მისწრაფების შესახებ; მიუხედავად ხელისუფლების წყალობით მიღწეული ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა შენგენის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით.

   თუმცა, ბოლო წლების სოცგამოკითხვების ანალიზი გვიჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის პრიორიტეტია არა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური კურსი, ევროპული დემოკრატიული ღირებულებები და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც კი, არამედ მათი საკუთარი კეთილდღეობა. იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის კეთილდღეობა დამოკიდებულია ეკონომიკაზე, რომელიც დიდწილად დამოკიდებულია რუსეთზე (აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების მსგავსად), დავეთანხმოთ ოპოზიციის ფორმულირებას: 2 ოქტომბერს ამომრჩევლებს უნდა გაეკეთებინათ არჩევანი რუსეთთან კონფრონტაციისა (რაც ოპოზიციასა და სააკაშვილთან ასოცირდება) და თანამშრომლობას შორის (რომელიც გამოიხატება ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის გეგმასთან და რუსეთთან ეკონომიკურ პარტნიორობასთან).

   ახლა დავითვალოთ - რა არჩია ქართველმა ამომრჩეველმა (მეტი სიცხადისთვის რიცხვებდავამრგვალებ): არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 51% –დან დაახლოებით 30% –მა მისცა ხმა სააკაშვილის პარტიას, ანუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 15% (3.5 მილიონიდან, საიდანაც, როგორც ხედავთ, არჩევნებზე ნახევარი მივიდა). ციფრებში 30% არის "ნაციონალური მოძრაობის" 480 ათასი ამომრჩეველი, რომელიც რუსეთთან ომის მომხრეა.

გამოდის, რომ საქართველოს დანარჩენი 3 მილიონი მოქალაქე (ამომრჩეველთა დაახლოებით 75%, „ნაცმოძრაობის“ სატელიტების 10% -ის გათვალისწინებით, თუმცა სინამდვილეში ისინი გაცილებით ნაკლებია) - რუსეთის ფედერაციასთან დარეგულირების მომხრეა. ეს ის ხალხია, ვინც არ წამოეგო სააკაშვილის სამი ტელეარხის პროპაგანდას, "ქართული ოცნება" - "Единая Россия“-ს, ხოლო ივანიშვილი – პუტინს რომ გაუტოლეს.

   ვჭვრეტ კითხვას: თუ თქვენებურად გავაგრძელებთ თვლას, მმართველმა პარტიამ აიღო ხმების 46%" ცოტა მეტი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 23% -შეადგენს. რატომ უმატებთ მათ ამომრჩეველთა 49% -ს, ვინც არჩევნებზე არ გამოცხადდა?

   გიპასუხებთ: სააკაშვილის ამომრჩეველი არის ერთი მოტივირებული საძმო, ისინი თითქმის ყველა მივიდნენ არჩევნებზე. არჩევნებში გამარჯვება მათთვის და მათი ციხეში მოშიმშილე კერპი სააკაშვილისთვის სიკვდილ–სიცოცხლის საკითხია, მომავალში კეთილდღეობისა და შურისძიების! „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი კი წესიერი, ანუ არააგრესიული ადამიანები არიან, ბევრი მათგანი ვერ მივიდა არჩევნებზე სხვადასხვა მიზეზის გამო - აქაოდა, „ჩვენები მაინც მოიგებენ, მიშა ციხეშია, ჩემი ერთი ხმა არაფერს წყვეტს". მათ შორის, ვინც ფიზიკურად ვერ შეძლო არჩევნებში მონაწილეობა – ათასობით საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეა, მათ შორისრუსეთში. როგორ ფიქრობთ, ვისკენ არიან ისინი? სააკაშვილისკენ, რომელმაც ქართველები, აფხაზები და ოსები ერთმანეთს წაკიდა და ემიგრაციაში წასვლა აიძულა, დევნილებად აქცია საკუთარ სამშობლოში, სადაც რუსული სამხედრო ბაზევი დააბრუნა, თუ ივანიშვილისკენ, რომელმაც აღადგინა მიმოსვლა და სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან?

   ”ეთილი, – ჩამეკითხება მკითხველი, – და რატომ ხარფიქრობთ, რომ საქართველოში მყოფი ქართული ოცნების ”ზარმაციამომრჩევლები მეორე ტურზე მივლენ?”

   საქმე ისაა, რომ მეორე ტურის „პროვოცირება“ "ქართულმა ოცნებამ" თავად მოახდინა! ხელისუფლებას, რასაკვირველია, შეეძლო, როგორც ყოველთვის, გაეძლიერებინა წანასაარჩევნო სააგიტაციო კამპანია - "ყველანი არჩევნებზე!", მაგრამ წელს მსგავსი არაფერი მომხდარა. გვესმოდა მხოლოდ ოპოზიციის მოწოდებები - ყველანი რეფერენდუმზე! არ ჩავაბარებთ საქართველოს ოკუპანტსა და მტერს - რუსეთს!”. აღარაფერს ვამბობ ოპოზიციური პარტიებისგან SMS შეტყობინებებზე, „მთავარი არხის“, „პირველის“ და „ფორმულას“ აგიტაციაზე და სხვ.

   "რატომ მოდუნდა ხელისუფლება და ითამაშსაკუთარი თავის წინააღმდეგ?", - იკითხავს მკითხველი.

   საქმე ისაა, რომ „ოცნებამ“ განზრახ მოიტოვა 20 მუნიციპალიტეტი მეორე ტურისთვის (თუმცა წინა არჩევნებში მეორე ტურები გაცილებით მეტ მუნიციპალიტეტში ჩატარდა), რათა ათასობით საერთაშორისო დამკვირვებელი არ შეეშინებინა სახელისუფლებო პარტიის ტოტალური გამარჯვებით პირველივე ტურში. ასე კი მათ აღიარეს, რომ საქართველოში ჩატარდა სამართლიანი, კონკურენტული და გამჭვირვალე არჩევნები.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 5 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი