უცხოეთი
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, შავი ზღვის თავზე რუსული გამანადგურებლები ამერიკულ სტრატეგიულ ბომბდამშენებს აედევნენ

 საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. შავი ზღვის თავზე „სუ-39“-ის ტიპის ორი რუსული გამანადგურებელი B-1B-ის ტიპის ორ ამერიკულ სტარტეგიულ ბომბდამშენს აედევნა. შესაბამისი ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სმაინისტრომ გაავრცელა.

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, რუსულმა გამანადგურებელებმა თვალი მიადევნეს, რომ ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებს რუსეთის საზღვარი არ დაერღვიათ. ამერიკული ბომბდამშენების უკან მოტრიალების შემდეგ, რუსული თვითმფრინავები ბაზირების აეროდრომზე დაბრუნდნენ.

სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, რომ შავი ზღვის თავზე მომხდარი ინციდენტი რეგიონში აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტის ფონზე მოხდა. ლლოიდ ოსტინი, რომელმაც უკვე გამართა ვიზიტები საქართველოსა და უკრაინაში, ამჟამად რუმინეთში იმყოფება. რეგიონული ტურნეს დროს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაა.

1tv.ge