პოლიტიკა
კარტოგრაფებიდან - თეოლოგებამდე: როგორ სურდათ ბართლომეოსის დახმარებით „ბართლომეს ღამის“ მოწყობა - არნო ხიდირბეგიშვილი

     მას შემდეგ, რაც "გავრილოვის ღამე" და "პოზნერის ღამე" ახალვარდების რევოლუციადვერ გადააქციეს, სააკაშვილის მხარდამჭერებმა პატრიარქ ბართლომეოსი დახმარებით თბილისში, საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დასამხობად, "ბართლომეს ღამის" მოწყობა განიზრახეს. თუმცა ეს მცდელობაც უშედეგოდ დასრულდა.

   სააკაშვილს, ორი კარტოგრაფის - ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩევას გარდა, ჰყავს ორი თეოლოგიც - გოჩა ბარნოვი და თამარ მესხი. თუ კარტოგრაფები, პრეზიდენტ სააკაშვილის დავალებით, ცდილობდნენ აზერბაიჯანისთვის 3500 ჰექტარი საქართველოს ტერიტორიის მიყიდვას, VI საუკუნის სამონასტრო კომპლექს დავით-გარეჯთან ერთად, თეოლოგები, პატიმარი სააკაშვილის დავალებით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქისთვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ტერიტორიების მიყიდვას შეეცადნენ, როგორც ეს უკრაინაში რასკოლნიკმა ფილარეტმა და პრეზიდენტმა პოროშენკომ გააკეთეს.

   ზემოხსენებული თეოლოგები სამშაბათს სტამბულს ეწვივნენ და შეხვდნენ კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოს. მათ შესთავაზეს საჯაროდ მოეთხოვა სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლება (ხელ მოეწერა თბილისში სააკაშვილის მონაწილეობით ქართულად და ინგლისურად წინასწარ შედგენილ განცხადებაზე), რაც უნდა ქცეულიყო “ნაცმოძრაობის“ გამარჯვების გარანტიად 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მომავალ მე-2 ტურში. თეოლოგებმა ბართლომეოს პირველ გადასცეს სააკაშვილის დაპირება, რომ მოვლენების ხელსაყრელი განვითარების შემთხვევაში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი უკრაინის ახალი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს აღიარებს.

თუმცა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა არ მოაწერა ხელი სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ ოფიციალურ განცხადებას და შემოიფარგლა მხოლოდ "წმინდა ადამიანურად, მხარდაჭერით და თანაგრძნობით", უსურვა რა სააკაშვილს "ჯანმრთელობა და წარმატება", როგორც დაბრუნებისას თბილისის აეროპორტში თეოლოგებმა აღნიშნეს და დასძინეს, რომ ბართლომეოსმა მათ მხოლოდ ჰკითხა - აქაოდა, "რა ხდება ქართულ ეკლესიაში უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით?" ანუ, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა უარი თქვა პოლიტიკურ განცხადებებზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ელოდება, რომ, პოლიტიკური და საქართველოს საპატრიარქოს შიგნით მიმდინარე პროცესების შედეგად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდ აუცილებლად შეცვლის აზრ და იძულებული გახდება, აღიაროს მის მიერ გამოწერილი ტომოსი უკრაინის ახალი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ.

   მკითხველებმა შესაძლოა იკითხონ:

- რატომ არის, რომ სააკაშვილის თეოლოგები, ეს ბარნოვი და მესხი, რომლებიც საქართველოში ცნობილი არიან როგორც პატრიარქის, წმინდა სინოდისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მტრები, მათივე სიტყვებით, "კონსტანტინოპოლის პატრიარქს მრავალი წლის განმავლობაში იცნობენ და მეგობრობენ", თანაც ისე, რომ ყოველწლიურად დაფრინავენ მასთან შესახვედრად? ამჯერად მათი ვიზიტი დააფინანსა ერთმა მიტროპოლიტმა - წმინდა სინოდის წევრმა, რომელმა? და ვინ აძლევდა მათ ფულს ყოველწლიურად?

- ბარნოვი და მესხი აცხადებენ, რომ „უბრალოდ ეწვივნენ ბართლომეოს მისი აღსაყდრების 30 წლის იუბილეს მისალოცად“, მაგრამ განა კონსტანტინოპოლის პატრიარქი მოწვეულებს კონფიდენციალურ აუდიენციას უნიშნავს, თანაც, 30 წუთზე მეტხანს, 20 ოქტომბრის დილის 10 საათზე დანიშნული წმინდა სინოდის სხდომამდე? და საერთოდ, რატომ ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოდან დაპატოჟეს სემინარიიდან გაგდებული თეოლოგები, და არა ქართული ეკლესიის იერარქები?

   საქმე ისაა, რომ ეს ორი თეოლოგი და რამდენიმე ეპისკოპოსი სინამდვილეში არიან გლობალისტები, ლიბერალები და სქიზმატიკოსები, რომელთაც სურთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გადააქციონ ერთ–ერთ დასავლური ტიპის სამოქალაქო დაწესებულებად, არასამთავრობო ორგანიზაციად, რომელიც აღიარებს და აკურთხებს „მრავალფეროვნებას, მაგრამ ბიოს კი არა, არამედ რელიგიურსა და სექსუალურს. ამ "პროექტ" სათავე დაუდო საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის 2 მაისს მიღებულმა საქართველოს კანონმა "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" (ინიციატორი - "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე და შეთავსებით პარლამენტი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ხელმოწერილია პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიერ კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის საპროტესტო განცხადების მიუხედავად). ანტიდისკრიმინაციული კანონი იცავს უმცირესობათა ექსკლუზიურ უფლებებს" (მათ შორის საქართველოში არატრადიციული რელიგიებს, სექტებსა და ლგბტქი+ თემებს) ჰეტეროსექსუალი მართლმადიდებელი უმრავლესობის უფლებათა საზიანოდ, რითაც ძირს უთხრის საქართველოს, როგორც ნაციონალურ სახელმწიფოს, საფუძვლებს, სახელმწიფო რელიგიით, ენითა და ერით. “ნაცმოძრაობა“ და მისი ამჟამინდელი სატელიტების, ომბუდსმენის ოფისის, სააკაშვილის რამდენიმე ტელეკომპანიის („მთავარი არხი“, „პირველი“, „ფორმულა“ და სხვ.), ასევე, "სამოქალაქო საზოგადოების" ფართო სპექტრის - დასავლური ფონდების, როგორიცაა „სოროსის ფონდი“ და ადგილობრივი NJO-ების წყალობით, ახალგაზრდა თაობის შთამბეჭდავი ნაწილი (12-დან 30 წლამდე) მიდრეკილია ზემოხსენებული „პროექტისკენ, რადგან გლობალისტების ყველაფრის ნების დამრთველი პროპაგანდა უფრო მიმზიდველად ჟღერს მათთვის, ვიდრე ტრადიციული ქართული მართლმადიდებლური “ტაბუების სიხისტე".

   რაც შეეხება სააკაშვილის თეოლოგების მოგზაურობას თურქეთში, ბარნოვი და მესხი მართლაც დიდი ხანია იცნობენ ბართლომეოს პირველს და საქმიანი ურთიერთობა აქვთ მასთან "პროექტის" ფარგლებში, მაგრამ, მათდა სამწუხაროდ, არც სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე, არც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუის მიტროპოლიტი შიო და არც წმინდა სინოდის წევრთა უმრავლესობა არ თანხმდება საქართველოს ეკლესიის გაყოფას უკრაინის მაგალითის მიხედვით. ამიტომ, როგორც ვივარაუდე სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ, მათ განახორციელეს ზეწოლის მცდელობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლზე და სინოდზე, მაგრამ - კულუარულად, უცხოური დელეგაციებისა და სატელეფონო ზარების საშუალებით. ახლა, კონსტანტინოპოლის პატრიარქის სააკაშვილის და, განსაკუთრებით, მისი ოფიციალური მეუღლის, სანდრა რულოვსისადმი მისი სიყვარულის გათვალისწინებით, სურდათ, ბართლომეოსისგან მიეღოთ საჯარო განცხადება ილია მეორის მისამართით - მინიმუმ, სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ, საიდანაც, როგორც უკრაინულ მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ვთქვი, "უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, შიმშილობის შედეგად გამოწვეული სხვა დაავადებების გამო" შესაძლოა იგი გადაიყვანონ მაღალი კლასის უცხოურ კლინიკაში, მაგალითად, თურქეთში. შესაძლოა, ამიტომაც სურდა სააკაშვილის გარემოცვას მისი ჰოსპიტალიზაცია არა ციხის საავადმყოფოში, არამედ თურქეთის მოქალაქეების კუთვნილ სამედიცინო ცენტრში „ვივა მედი“. მაგრამ კვლავ არ გამოვიდა - სააკაშვილს გადაიყვანენ გლდანის ციხის საავადმყოფოში...

სხვა მიზეზიც იყო - საავადმყოფოდან სააკაშვილი შესაძლოა გაექციათ, ან 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურში დამარცხების შემდეგ, სააკაშვილის მომხრეებ განეზრახათ საავადმყოფოს შტურმით აღება, რათა გაეტაცებინათ ბელადი მიშა, რომელიც სათავეში უნდა ჩასდგომოდა "არჩევნების გაყალბების" მიზეზით გამოწვეულ ამბოხებას... და თუ სააკაშვილი ბართლომეოსის შუამდგომლობით მართლაც გათავისუფლდებოდა, მაშინ სააკაშვილის მომხრეები საქართველოში ნამდვილ "ბართლომეს ღამეს" მოაწყობდნენ! ამიტომ, რათა წინასწარ გამორიცხულიყო მისი მონაწილეობა ამ ახალ საშინელ დანაშაულში - საქართველოში სამოქალაქო ომის გაჩაღებაში, მხოლოდ იმისთვის, რომ ის, სააკაშვილი გათავისუფლებულიყო! - სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის ყოველთვის იყო და რჩება კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულიერ შვილად, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის ერთგულ მრევლად! თუმცა, არც თუ დიდი ხნის წინ რასკოლნიკ ფილარეტს “უწმიდეს პატრიარქს“ უწოდებდა და, ორდენებთან ერთად, მისგან კურთხევასაც იღებდა!

 

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 22 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი