უცხოეთი
პუტინი, ალიევი და ფაშინიანი 26 ნოემბერს სოჭში შეხვედრას გამართავენ - რუსეთის პრეზიდენტი კოლეგებთან ცალ-ცალკე საუბარსაც გეგმავს

 საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 26 ნოემბერს სოჭში შეხვედრას გამართავენ, – ინფორმაციას კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა სოჭში რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართება.

დაგეგმილია სამი ქვეყნის ლიდერების მიერ 2020 წლის 9 ნოემბრით და 2021 წლის 11 იანვრით დათარიღებული შეთანხმებების შესრულების, ასევე რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისა და მშვიდობიანი ცხოვრების დამყარებისთვის შემდგომი ნაბიჯების განხილვა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სავაჭრო, ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენა-განვითარების საკითხს.

გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინი ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან ცალ-ცალკე საუბარსაც გეგმავს.

fortuna.ge