პოლიტიკა
არნო ხიდიბეგიშვილი: საქართველო არ იქნება „კავკასიური პლატფორმის“ წევრი მრავალი მიზეზის გამო, რომელთაგან მთავარი - რუსეთია

     აზერბაიჯანელი ჟურნალისტები მეკითხებიან: თქვენს პუბლიკაციებში დეტალურად ჩამოთვალეთ დივიდენდები, რომლებსაც საქართველო მიიღებს „3 + 3“ ფორმატში მონაწილეობისას (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი + თურქეთი, ირანი, რუსეთი), რომელთაგან მთავარია ეკონომი, მოგება. ახლახან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ საქართველომ უნდა მიიღოს მონაწილეობა "კავკასიურ პლატფორმაში", თუნდაც იმიტომ, რომ არ დარჩეს იზოლაციაში რეგიონში მიმდინარე მოვლენებისგან. თუმცა მოლაპარაკებების ბოლო რაუნდში ირაკლი აბაშიძემ უპასუხა რა გრიგორი კარასინის შეკითხვას, განაცხადა, რომ საქართველო „კავკასიურ პლატფორმაში“ მონაწილეობას არ აპირებს.

   რა არის საქართველოს პოზიციის ცვლილების მიზეზი და როგორ შეიძლება აიხსნას საქართველოს უარი პროექტში მონაწილეობაზე, რომლის ფიგურანტებიც არიან მისი პარტნიორები და სტრატეგიული პარტნიორები, გარდა რუსეთისა, რომელიც საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია?

   „საქინფორმი“-ს მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი: „მთავარი მიზეზი რუსეთია. საქართველო ვერ მიიღებს მონაწილეობას ისეთ ფორმატში, რომელშიც რუსეთი მონაწილეობს, რომელსაც ის არ ელაპარაკება, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს, როგორც ოკუპანტ ქვეყანასთან. ეს ტექნიკურადაც ძნელი წარმოსადენია - მათ შორის, მთარგმნელის გარდა, მუდმივად ხომ არ იჯდება მედიატორიც - შვეიცარიის წარმომადგენელი?! ხოლო დიპლომატიური ურთიერთობები არ აღდგება მანამ, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება - ასეთია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, წინასიც და ამჟამინდელისაც.

გარდა ამისა, „კავკასიური პლატფორმა“ ითვალისწინებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით სატრანსპორტო მაგისტრალების განბლოკვას, როგორც ჩვენს მეზობლად აკეთებენ, ოღონდ მხოლოდ აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების დაბრუნების შემდეგ. საქართველოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთებისა და საქონლის მონიტორინგის შესახებ შეთანხმებაც კი შვეიცარიელი შუამავლის მონაწილეობით გაყინულია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს სამართლებრივ ველში დაბრუნებასა და მისი სუვერენიტეტის აღდგენამდე.

   საქართველო ვერ მიიღებს მონაწილეობას „კავკასიური პლატფორმის“ ფორმატში, რომელიც ჯერჯერობით არსებობს იდეის დონეზე, სადაც რუსეთი ფიგურირებს, რადგან საქართველო უკვე მონაწილეობს „ყირიმის პლატფორმაში“ და „ასოცირებულ ტრიოში“ უკრაინასთან, რომელიც გამოუცხადებელი ომის მდგომარეობაშია რუსეთის ფედერაციასთან. დიახ, საქართველო დღეს არ ომობს რუსეთთან, მაგრამ სადემარკაციაო ხაზებზე არსებულ მდგომარეობას „მშვიდობას“ ნამდვილად ვერ დავარქმევდი. „ასოცირებული ტრიოს“ წევრები (უკრაინა, საქართველო, მოლდოვა) აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, იბრძვიან მისი აღდგენისთვის სხვადასხვა მეთოდით და მიისწრაფვიან ნატოში გაწევრებისკენ, რაც რუსეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მართალია, "კავკასიურ პლატფორმას" ჰყავს ნატოს წევრი - თურქეთი, მაგრამ ის არ ესაზღვრება რუსეთს, როგორც ესაზღვრებიან ალიანსის ასპირანტი-ქვეყნები, საქართველო და უკრაინა. თუმცა, თურქეთი ყოველთვის მოქმედებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მაშინაც კი, როცა ეს ეწინააღმდეგება ნატოს, ევროკავშირისა და აშშ-ის პოზიციებს. "კავკასიური პლატფორმის" ორი ქვეყანა - რუსეთი და სომხეთი - «ОДКБ»-ს წევრია, ირანი კი რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეა, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ, ევროკავშირი და ნატო მოიწონებენ საქართველოს, რომელიც მათთან დაკავშირებულია მრავალი ერთობლივი ფორმატით (შეთანხმებები, ხელშეკრულებები, კომისიები და ქარტიები სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ), „კავკასიურ პლატფორმაში“ მონაწილეობას რუსეთთან, სომხეთსა და ირანთან. საქართველო კავკასიაში კოლექტიური დასავლეთის ერთადერთი დასაყრდენია და მისი მონაწილეობა „კავკასიურ პლატფორმაში“ დასავლეთისთვის ნიშნავს სამხრეთ კავკასიის დაკარგვასა და პოზიციების მკვეთრ შესუსტებას შავი ზღვის რეგიონში.

   დიახ, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტ ერდოღანის იდეის „3+3“-ის ირიბი მოწონების, ასევე პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილის წარმატებული მედიატორობის შემდეგ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის (15 სამხედრო ტყვეგაცვლა ადგილის დანაღმვის რუკაში), მე გამიჩნდა ილუზია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დიპლომატია „კავკასიურ პლატფორმაში“ საქართველოს მონაწილეობის უვერტიურა გახდება. მეტიც - ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ზალკალიანის შენიშვნა, რაზეც თქვენ მკითხეთ, შემთხვევითი როდი იყო, ის გაკეთდა როგორც საქართველოში საზოგადოებრივი აზრის, ისე დასავლეთის პოზიციის მოსინჯვის მიზნით. მაგრამ დასავლეთმა საქართველოს “კავკასიურ პლატფოემაში“ გაწევრიანების იდეას უარყოფითად შეხედა და აბაშიძემ, ოფიციალური თბილისის შესაბამისი პოზიცია კარასინს გაუხმოვანა. თბილისის პოზიცია განსხვავებული ვერც იქნებოდა გუშინდელ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორუმამდე და „ასოცირებულ ტრიოს“ ფორმატში გამართულ შეხვედრამდე, რიგაში გამართულ დღევანდელ ნატოს მინისტერიალამდე, 15 დეკემბერს დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტამდე და მომავალი - 2022 წლის 26 ივნისს დაგეგმილი ნატოს მადრიდის სამიტამდე, რომელზეც დიდი იმედები მყარდება.

ამასთან, უკიდურესად დაძაბული შიდაპოლიტიკური ვითარება დღეს საქართველოში ხელს ვერ უწყობს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მოგვარების პროცესის თუნდაც თეორიულ მომზადებასაც კი: მოგეხსენებათ, სააკაშვილის პარტია და მისი სატელიტები ღიად იბრძვიან სააკაშვილის ციხიდან გასათავისუფლებლად და მოსახლეობად სახელმწიფო გადატრიალებისკენ - მორიგი რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლისკენ მოუწოდებენ. ოპოზიციის მიერ დაწყებულ, წესების გარეშე ბრძოლაში კი ხელისუფლების წინააღმდეგ მთავარ „არგუმენტს“ წარმოადგენს უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოში რუსეთის ინტერესების გატარებაში. იმისთვის, ზედმეტად რომ არ გააბრაზოს კოლექტიური დასავლეთი, რომელიც ფარულად და აშკარად თანაუგრძნობს ოპოზიციას, საქართველოს ხელისუფლებას მუდმივად უწევს იმის მტკიცება, რომ ის არ არის ასეთი - ანუ, არ არის პრორუსული...“

წყარო: ИА REX

2021 წლის 1 დეკემბერი
საქართველო, თბილისი