პოლიტიკა
ენტონი ბლინკენი: რუსეთს კვლავ ჰყავს განთავსებული ძალები საქართველოში და ინარჩუნებს დე ფაქტო ხელისუფლებებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში

 საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. ჩვენ ვხედავთ ევროპაში შეიარაღების კონტროლის ვალდებულებებზე უარის თქმას, რუსეთს კვლავ ჰყავს განთავსებული ძალები საქართველოში და ინარჩუნებს დე ფაქტო ხელისუფლებებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მოლდოვის თანხმობის გარეშე რუსეთს კვლავ ჰყავს ძალები დნესტრისპირეთში“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ენტონი ბლინკენმა ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინასთან მინსკის შეთანხმებების ფარგლებში შეუსრულებელ ვალდებულებებზე და განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმებების შესრულება განახლებული კრიზისის თავიდან აცილების საუკეთესო გზაა.