პუბლიკაციები
„პეტერსონ ბელკნაპის“ ძალისხმევით საქართველოდან გაედინებოდა ათეულობით მილიონი დოლარი, რაც უკან გრანტების სახით ბრუნდებოდა და ხმარდებოდა სააკაშვილის კლანის ინტერესებს! - ირაკლი ზაქარეიშვილი

 საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. ადვოკატი, ანალიტიკოსი და ექსპერტი ირაკლი ზაქარეიშვილი თავის Facebook-გვერდზე წერს:

   „ეს ფოტო გადაღებულია სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ აშშ-ში პირველივე ვიზიტის დროს - 2004 წელს (იხ. ზემოთ). მარცხნიდან მარჯვნივ: "პეტერსონ ბელკნაპის" (Patterson Belknap Webb & Tyler) თავმჯდომარე გრეგორი . დისკანტი, მისი მარჯვენა ხელი და ფირმის პარტნიორი, სააკაშვილის უშუალო კურატორი სკოტ ჰორტონი, მიხეილ სააკაშვილი და "პეტერსონ ბელკნაპის" მმართველი პარტნიორი როშელ კორმანი.
   კიევის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1992 წელს სააკაშვილი КГБ-ს გენერლის, თემურ ალასანიას ხელშეწყობით აშშ-ში, კოლუმბიაში ჩავიდა... ერთი წლის სწავლის შედეგად მიიღო სამართლის მაგისტრის ხარისხი და ბიძამისისავე დახმარებით მუშაობა დაიწყო ამერიკის სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ იურიდიულ ფირმა "პეტერსონ ბელკნაპში," რომელიც რეალურად დსთ-ს მიმართულებით სამხედრო და სამოქალაქო-სამრეწველო შპიონაჟის მიმართულებით აწარმოებდა სადაზვერვო საქმიანობას!.. იმ დროს ფირმის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობდა - შემდგომში სომხეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ვან გრიგორიანი. სააკაშვილს ამ ორგანიზიაციაში ფირმის მმართველი პარტნიორი სკოტ ჰორტონი კურირებდა. ამ უკანასნელმა სააკაშვილს დაავალა ინფორმაციის მოპოვება უკრაინის სამხედრო დანიშნულების მეტალურგიულ საწარმოზე, რაც მან პირნათლად შეასრულა ბიძის - თემურ ალასანიას დახმარებით და შესაბამისი დოკუმენტაცია ჩაუტანა ამერიკელ ბოსებს!
პუტჩისტების მიერ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ გაპრეზიდენტებული ედუარდ შევარდნაძე ერთ-ერთი პირველი ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა, სადაც შევარდნაძეს მიხეილ სააკაშვილი შეახვედრეს და საქართველოს პრეზიდენტს ახალგაზრდა იურისტი "საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ამომავალ ვარსკვლავად" დაუხასიათეს. შეხვედრას ესწრებოდნენ "პეტერსონ ბელკნაპტის" ხელმძღვანელი ვან გრიგორიანი, მმართველი პარტნიორი და სააკაშვილის კურატორი სკოტ ჰორტონი, ედუარდ შევარდნაძე და ზურაბ ჟვანია!.. ამერიკულმა მხარემ შევარდნაძეს მიანიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილსათვის მომავალში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცია!..
1994 წელს სააკაშვილმა დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის ასპირანტურა, შემოდგომაზე საქართველოში დაბრუნდა, ხოლო 1995 წელს "მოქალაქეთა კავშირის" სიით არჩეული იქნა პარლამენტის წევრად!.. ვინაიდან მისი შემდგომი კარიერული სვლა საყოველთაოდ არის ცნობილი, ამაზე თქვენს ყურადღებას არ შევაჩერებ.
დავბრუნდეთ ცოტა უკან: აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ სააკაშვილის მისი მომავალი მეუღლე, სანდრა რულოვსი ამერიკაში გააცნო და დააახლოვა!.. ეს ქალბატონი ამჟამად მალავს, მაგრამ ის თავის დროზე მოსკოვში, პატრიკ ლუმუმბას ინსტიტუტში სწავლობდა და პარალელურადაც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დავალებებს ასრულებდა "პეტერსონ ბელკნაპის" მეშვეობით, რომელსაც ჯერ კიდევ 1990 წლიდან ჰქონდა მოსკოვში ოფისი გახსნილი. ცნობისათვის: 1992 წელს რულოვსი, როგორც "ექსტრემალური მოგზაურობის" მოყვარული, გაგანია ომის დროს აფხაზეთში იყო ჩასული!..
საქართველოში ჩამოსულ სააკაშვილს აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელი სანდრა რულოვსიც ჩამოჰყვა, რომელიც მთელი პოლიტიკური მოღვაწეობის მანძილზე, მუხლჩაუხრელად კურატორობდა თავის მეუღლეს: ხელმძღვანელობდა მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ქმნიდა მის იმიჯს!..
"პეტერსონ ბელქნაპი" საქართველოში სხვადასხვა მსხვილი პროექტებით იყო დაკავებული: მათი იურისტები ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ საქართველოში მოქმედ შპს "ჯი-სი-ჯის"-ს GCG იურიდილ ოფისთან, რომლის დამფუძნებლები იყვნენ მიხეილ სააკაშვილი და მისი კიეველი თანაკურსელი კონსტანტინე რიჟინაშვილი. მათ უკან კი სააკაშვილის ბიძა - თემურ ალასანია იდგა!.. "ჯი-სი-ჯი 500-ზე მეტი უცხოური და ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენლობას ახორციელებდა. მათი საქმიანობის სფერო სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავდა: რეგიონის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ოქროს საბადოებს, ექსკავაციის სამუშაოებს, ნავთობისა და გაზის პროექტებს, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და სხვა...
2001 წლამდე "პეტერსონ ბელქნაპის" ინტერნეტ გვერდზე ზემოაღნიშნული საქმიანობის შესახებ საკმაოდ მნიშვნელოვანი მონაცემები იყო განთავსებული, თუმცა შემდეგ წაშალეს, რადგან, საქართველოში ინტერნეტის განვითარებასთან ერთად, ეს გამოიწვევდა სააკაშვილის, როგორც საჯარო მოხელისა და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის გაშიფვრას საქართველოს მსხვილ საწარმოებში კორუფციულ ფინანსურ ინტერესებთან და გათეთრებულ თანხებთან!..
1999-2001 წლებში, “პეტერსონ ბელკნაპის" ძალისხმევით და აქტიური მონაწილეობით, სააკაშვილის კლანის მიერ საქართველოდან გაედინებოდა ათეულობით მილიონი დოლარი, რაც სხვადასხვა ფონდების გავლით უკან გრანტების სახით ბრუნდებოდა და ხმარდებოდა ამ კლანის პოლიტიკურ ინტერესებს. თავის დროზე პროკურატურას გამოძიებაც ჰქონდა დაწყებული, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს აშშ-დან სერიოზული გარანტიები ქონდა, რასაც ამჟამადაც ინარჩუნებს!”.