პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი: ნატო-ს მოკავშირეებმა რუსეთს მოუწოდეს, პატივი სცეს საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას

 საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის მოკავშირეებმა დღეს რუსეთს მოუწოდეს, გაიყვანოს თავისი ჯარები და პატივი სცეს საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

მისივე თქმით, ეს არის ფუნდამენტური პრინციპები, რომელსაც ყველა ქვეყანამ უნდა სცეს პატივი ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.

ამასთან, სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ ნატო-ს მოკავშირეები მზად არიან რუსეთთან დიალოგისთვის, მაგრამ არ წავლენ კომპრომისზე ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით.

რუსეთს ჰყავს სამხედრო ძალები საქართველოში, უკრაინაში, ყირიმში, ასევე მოლდოვაში. ეს ჯარები ადგილზე იმყოფებიან აღნიშნული ქვეყნების მთავრობების ნებართვის გარეშე. ისინი იქ არავის მიუწვევია და არავინ მიესალმება. ნატო-მოკავშირეებმა დღეს რუსეთს მოუწოდეს, უკან გაიყვანოს თავისი ჯარები და პატივი სცეს საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ფუნდამენტური პრინციპები, რომელსაც ყველა ქვეყანამ უნდა სცეს პატივი ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.

ნატო-მოკავშირეები მზად არიან რუსეთთან დიალოგისთვის, მაგრამ ჩვენ კომპრომისზე არ წავალთ ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით. ჩვენ არ წავალთ კომპრომისზე ევროპაში რომელიმე ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რომელიმე ქვეყნის უფლებაზე, თავისით აირჩიოს საკუთარი გზა და ნატო-მოკავშირეების უფლებაზე, დაიცვან ერთმანეთი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.