პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: დასავლეთს უკრაინაში რუსეთის შეჭრის კი არა, საბჭოთა კავშირის აღორძინების ეშინია!

     პუტინს, როგორც ნებისმიერ იმპერატორს, რევოლუციები არ უყვარს და მათ განვითარების ევოლუციურ პროცესებს ამჯობინებს. ამიტომაც მიდრეკილია სსრკ-ის აღორძინებისკენ, ოღონდ ლაით-ფორმატში, დიდი ოქტომბრის რევოლუციის მემკვიდრეობის გარეშე, როდესაც პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინტეგრაცია ეფუძნება არა ხისტ, მოსკოვიდან დაღმავალ ვერტიკალსა და ერთიან პარტიულ იდეოლოგიას, არამედ ორმხრივად მომგებიან ეკონომიკურ თანამშრომლობასა და კოლექტიურ უსაფრთხოებას, ცენტრის თამადობით. აკი, ყარაბაღის, ბელორუსისა და ყაზახეთის შემდეგ ეჭვი აღარავის ეპარება, რომ რუსეთს შეუძლია არამარტო დაიცვას თავისი მოკავშირეები გარე მტრისგან, არამედ სწრაფად მოაგვაროს შიდა კონფლიქტებიც.

   მიუხედავად რევოლუციებისადმი უარყოფითი განწყობისა, პუტინის რევოლუცია, რომელსაც დიდი ხანია, ელოდნენ, დაიწყო და მისი მიზანია რუსეთის დაბრუნება იმ პოზიციებზე, რომელიც ეკავა მსოფლიოში სტალინის დროს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. რუსეთმა პირველად, 1991 წელს სსრკ-ის ლიკვიდაციის შემდეგ, მოსთხოვა აშშ-სა და ნატოს აღმოსავლეთით არ გაფართოვდნენ და დაბრუნდნენ 1997 წლის საზღვრებში: შეწყვიტონ სსრკ-ის და ვარშავის ხელშეკრულების ყოფილი რესპუბლიკების ტერიტორიების ათვისება, არ მიაწოდონ მათ სხვადასხვა შეიარაღება, არ ჩაატარონ იქ წვრთნები, არ განათავსონ სამხედრო ბაზები და ფრთიან რაკეტებზე („ტომოჰავკი“, მოსკოვამდე ხუთ წუთში რომ აღწევს) გათვლილი გამშვები დანადგარები „მკ-41“, ხოლო უკვე განთავსებული - უკან წაიღონ.

   ისმის კითხვა: რატომ გამოვიდა რუსეთი მისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭების შესახებ კონკრეტული წინადადებებით მხოლოდ დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ნატო უკვე ოც წელზე მეტია, აღმოსავლეთით ფართოვდება, ხოლო პუტინი ოც წელზე მეტია, რუსეთის იმპერატორია? ლავროვის განმარტება — ჩვენ დიდხანს ვითმინეთ, მაგრამ ჩვენი მოთმინება ამოიწურა — დამაკმაყოფილებელია მხოლოდ ბელეტრისტიკის თვალსაზრისით, სინამდვილეში კი ამის მრავალი ობიექტური და სუბიექტური მიზეზი არსებობს. საქმე იმაშია, რომ რუსეთმა მხოლოდ ახლა გაუსწრო აშშ- შეიარაღების თვალსაზრისით - რუსულმა ჯარმა ჰიპერბგერითი რაკეტები, სარაკეტო კომპლექსები და სხვა ულტრათანამედროვე იარაღი მიიღო („ცირკონი“, „ავანგარდი“, „კინჟალი“, „სარმატი“, „პერესვერი“ და „პოსეიდონი“, სულ - ექვსი დასახელების), რამაც მოსკოვს ზურგი გაუმაგრა, თამამად შეახსენოს ანგლოსაქსებს თავისი როლი და ადგილი ევრაზიის კონტინენტზე.

დიახ, პუტინს რევოლუციები არ უყვარს, მაგრამ 2021 წლის დეკემბერში იძულებული გახდა, დასავლეთისთვის რუსეთის მოთხოვნები წარედგინა, რადგან მოწინააღმდეგე, როგორც 1941 წელს, მიადგა მის საზღვრებს და, ნაცისტური გერმანიის მსგავსად, ოკუპაცია უკრაინით დაიწყო. მაგრამ, სანამ რუსულმა ჯარმა ულტრათანამედროვე იარაღი შეიარაღებაში არ მიიღო, პუტინი ისევე, როგორც უწინ სტალინი, ცდილობდა, თავიდან აეცილებინა სამხედრო ესკალაცია ყველა პოლიტიკური და დიპლომატიური მეთოდით. 80 წლის წინათ ფაშისტურ გერმანიასთან ომის აშორება მაინც ვერ მოხერხდა, ამიტომ დღეს აშშ-სა და ნატოსთან ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით რუსეთი მათთვის შოკისმომღვრელსამხედრო-ტექნიკურ გადაწყვეტილებებსმიიღებს. იმპერიებზე ბირთული იარაღის ეპოქაში ხომ ჩვეულებრივი ქუჩური ჩხუბის კანონები ვრცელდება - თუ ჩხუბი გარდაუვალია, უნდა გაუსწრო და პირველმა დაარტყა! ვაი, რომ რუსეთის კონტრშეტევითი ზომები მოწინააღმდეგის სამხედრო დანიშნულების სახმელეთო ობიექტის გაფრთხილების გარეშე განადგურებას ითვალისწინებს, თუნდაც ალექსეევკაში არსებული ლუგარის ლაბორატორიის, „ნაცმოძრაობის“ ოფისის მახლობლად...

ისიც ფაქტია, რომ უკვე ოფიციალურად გამოცხადდა - დონბასში ახალი საომარი მოქმედებების შემთხვევაში აშშ და ნატო არ იბრძოლებენ უკრაინის მხარეზე, როგორც 2008 წელს საქართველოსთვის არ იბრძოლეს, და შემოიფარგლებიან მხოლოდ შეიარაღებისა და ინსტრუქტორების მიწოდებით. ამას გარდა, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებსაც დააწესებენ, რასაც დღემდე ვერ ვეღირსეთ საქართველოს ოკუპაციის გამო! მაგალითად, გათიშავენ რუსეთს გადარიცხვების დასავლური სისტემიდან, რის შედეგადაც აშშ და ევროკავშირი რუსეთიდან ფულს ვეღარ მიიღებენ - ანუ, სინამდვილეში რუსეთს კი არა, საკუთარ თავს მოაქცევენ ბლოკადაში.

და მიანც - ნებისმიერი სანქციები სასიამოვნო არ არის, მაშ რისთვის სჭირდება რუსეთს კონფლიქტი უკრაინაში, სადაც ნაკლებად სავარაუდოა, 2008 წელს საქართველოში დაშვებული შეცდობა გაიმეოროს? ანუ, რაში სჭირდება რუსეთს ისედაც პრორუსულად განწყობილი ლუგანსკისა და დონეცკისდამოუკიდებელი რესპუბლიკებიდანარჩენი უკრაინის გარეშე? ან საქართველოს რაღაში სჭირდება ამნაირი “სტრატეგიული პარტნიორები“, კონსტიტუცით ჯვარი რომ გვაქვს დაწერილი და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედებს მხოლოდ მათზე ვამყარებთ?! იქნებ რუსეთს კი არა, სწორედ მათ - აშშ-სა და ნატოს - აწყობთ დღეს კონფლიტი უკრაინაში, რომლის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრა გაათავისუფლებს მათ რუსეთის მოთხოვნების დაკმაყოფილებისგან აღმოსვლეთ ევროპაში (პოლნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ბალტიისპირეთი), აგრეთვე საქართველოსა და შუა აზიის ქვეყნებში - აქაოდა, რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია და როგორ შეიძლება მისთვის რაიმე უსაფრთხოების გარანტიების მიცემა?!”. უკაცრავად, მაგრამ თუ რუსეთი დონბასში 2014 წლიდან იბრძვის, როგორც ამას ვაშინგტონი, ლონდონი და ბრიუსელი მუდმივად აცხადებენ, მაშინ რა მიზნით უნდა შევიდეს რუსეთი ხელმეორედ იქ, საიდანაც არ გასულა?!

მთავარი მიზეზი, რისთვისაც აშშ-სა და ნატოს სჭირდებათ კონფლიქტი უკრაინაში, უფრო გლობალურია - ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ძველი ბრენდი - "სსრკ" - მიიღებს ახალ სიცოცხლეს, პრაგმატიული და არა პროპაგანდისტური შინაარსით შეივსება, რაც მას ძალიან კონკურენტუნარიანს გახდის. ამიტომაც სსრკ-ის რებრენდინგი, და არა რუსეთის უაზრო შეჭრა უკრაინაში, სინამდვილეში აშინებს აშშ-სა და ნატოს! , ამიტომაც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ არცერთხელ არ მოუწოდებიათ საქართველოსათვის, ეწარმოებინა რუსეთთან დიალოგი და მხოლოდ გამუდმებით შეახსენებდნენრუსულ ოკუპაციას, რომლის პატიებაც არ შეიძლება“! განა, მეგობრები ასე იქცევიან?! ფერადი რევოლუციებისდაარაბული გაზაფხულისპროექტის ჩაფლავების და ერაყიდან, სირიიდან თუ ავღანეთიდან გაქცევის შემდეგ ანგლოსაქსები კარგავენ იმ უკანასკნელ კოლონიებს აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, რომელთა გამოყენებითაც ისინი აპირებნენ რუსეთის, ირანისა და ჩინეთის წინააღმდეგ პლაცდარმებად! მეტიც, თუ დღეს რუსეთი უკან არ დაიხევს და ევრაზიულ სივრცეში თავის სტატუს-კვოს დაადასტურებს, ანტირუსული სანქციებით შეწუხებულ ევროკავშირს ამერიკის პირველეობაზა ილუზიებიც საბოლოოდ გაეფანტება, ნატოს სანაცვლოდ საკუთარ სამხედრო ალიანს შექმნის და გათბება რუსული გაზით, რომელიც მისთვისრატომღაცგაიაფდება! ამ შენთხვევაში აშშ თითქმის მთლიანად დატოვებს ევრაზიას, და არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეს!

მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში საქართველოს, რომლის მოძმე ხალხთა ოჯახში დაბრუნების იმედი რუსეთს ნამდვილად გააჩნია, მიეცემა შანსი, გადაწყვიტოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და ტკბილად დაემშვიდობოს დასავლელ მენტორებს. დღეს რუსეთი იმედოვნებს, რომ საქართველო შეუერთდება „3+3“ ფორმატს იქიდან გამომდინარე, რომ, რაც მეტი შესაძლებლობა არსებობს ურთიერთობისთვისმით უფრო იოლი იქნება დარჩენილი პრობლემების გადაწყვეტა— ზუსტად ასე განაცხადა თბილისელმა ლავროვმა 14 იანვარის პრესკონფერენციაზე. მოგეხსენებათ, საქართველოს რუსეთთან ერთადერთ პრობლემად რჩება აფხაზეთი და სამაჩაბლო - მაშ, სხვანაირად როგორ უნდა გვაუწყოს რუსეთის პირველმა დიპლომატმა, რომ თუ ქართველები დაიწყებენ რუსეთთან თანამშრომლობას, მაშინ ესდარჩენილი პრობლემაც იოლად გადაწყდება“?! მაგრამ მისი აღმატებულება კელი მეორე (აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი) ყოველდღე დაგნარს გვიწყობს და რუსეთთან ურთიერთობას „3+3“ ფორმატშიც გვიკრძალავს, თუმცა, საქართველოს ყველა მეზობელი, მათ შორის, ნატოს წევრი თურქეთი, ამ ფორმატის მონაწილეა! საქართველოს დაკარგვის შიშით ვაშინგტონსა და ბრიუსელიდან თბილისს ყოველდღე ურეკავენაქაოდა, საქართველოს ნატოში შესვლა-არ შესვლის საკითხს საქართველოს გარეშე არ განვიხილავთო! მაშ, გამოდის, რომ ეს მსჯელობა რუსეთთან მაინც გაიმართება?! ან იქნებ უკვე შედგა კიდე?!

   ამასობაში, საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოს დასავლელ “მეგობართა ჯგუფს“ ულტიმატუმი წაუყენა: თუ სურთ, რომ საქართველო დარჩესუალტერნატივო ევროატლანტიკურისაგარეო პოლიტიკური კურსის ერთგული, არ ჩაერიონ მის საშინაო საქმეებში (სასამართლო, საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები, საშინაო და საკადრო პოლიტიკა, ოპოზიციასთან და ჭკუამხიარულ სააკაშვილთან დამოკიდებულება). მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები მხოლოდ ელჩი კელი დეგნანი როდია — 2024 წელს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, რომელშიც, დიდი ალბათობით, ტრამპი გაიმარჯვებს, და „ქართული ოცნება“ იმ დროისთვის, ემანდ, „ნაცმოძრაობის“ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს, რომელმაც 2008 წელს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ ჯონ მაკკეინს დაუჭირა მხარი!

   ამერიკელმა ჩინოვნიკებმა გაურთულეს მუშაობა ადმინისტრაციას რუსეთის შესახებ ტყუილის გამოყენებით! ყველაზე რთული ქვეყანა, რომელთანაც ოდესმე საქმე მქონია, არის აშშ! ჩვენ გვყავს გიჟები, რომლებმაც შექმნეს ეს ფალსიფიკაციები: "რუსეთი!", "რუსეთი!", "რუსეთი!". ყველაფერი შეთხზულია, ყველაფერი გამოგონილია!“ - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არიზონას ქალაქ ფლორენსში გამართულ მხარდამჭერთა მიტინგზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან კავშირში მას პრეზიდენტობის პირველიდან უკანასკნელ დღემდე ადანაშაულებდნენ, დღეს კი გამოძიება დაიწყეს, თუ ვინ მოაწყო ეს ცილისმწამებლური კამპანია.

   იმის ალბათობა, რომ უკრაინა უახლოეს ხანებში შევა ნატო-ში, უკიდურესად დაბალია, მან ბევრი უნდა იმუშაოს რეფორმებზე დემოკრატიის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე, რომელიც მისი პრეზიდენტობის პირველ წლისთავს მიეძღვნა. იქვე მან თავისი მრჩევლები შოკში ჩააგდო, როცა საჯაროდ აღიარა - რუსეთის მზადება უკრაინაში შეჭრისათვის ფეიკია!

   მაგრამ საქართველოში ხელისუფლება და ოპოზიცია, როგორც ჩანს, აშშ-ს ელჩის ცხვირის გადაღმა ვერაფერს ხედავენ: „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის “ვოლკი“ სპიკერები ერთმანეთს „მტერთან“ ფარულ თანამშრომლობაში ადანაშაულებენ და წარუმატებლად ცდილობენ ნატოს „ღია კარში“ შეჭრას, რომელიც საქართველოს „გარდაუვალი რუსული აგრესიისგან იხსნის“... თუკი ქვეყნის მბრძანებლებს არ სურთ ამერიკის ყოფილი და ამჟამინდელი პრეზიდენტების მოსმენა, იქნებ ელოდებიან, რომ თავად უფალი ღმერთი დაურეკავ და ეტყვის: ნუ წახვალთ ნატოში, სადაც არავინ გელოდებათ!

 

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2022 წლის 21 იანვარი
საქართველო, თბილისი