საზოგადოება
შეშლილი ქართველი პარლამენტარები, რომლებიც უკრაინის მხარდაჭერას ხმას მისცემენ, უნდა გაიგზავნონ დონბასში, სააკაშვილის სარდლობის ქვეშ!

 საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. მაშ ასე, მალე გავიგებთ - რამდენი შეშლილი დეპუტატია საქართველოს პარლამენტში. სწორედ შეშლილებს უწოდებს აშშ-ის ექს-პრეზიდენტი ტრამპი რუსფობიით შეპყრობილებს! შეშლილი ქართველი პარლამენტარები, რომლებიც უკრაინის მხარდაჭერას ხმას მისცემენ, უნდა გაიგზავნონ დონბასში, სააკაშვილის სარდლობის ქვეშ!

უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კონსულტაციები გაიმართება. ამის შესახებ დღეს ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები უახლოეს 24 საათში ფრაქციებს შორის გაიმართება. მისი თქმით, საჭიროა რეზოლუციის ფორმასთან დაკავშირებით შეთანხმება.

„მინდა, განმარტება გავაკეთო, იქიდან გამომდინარე, რომ ორ რეზოლუციაზე იყო საუბარი. ერთი რეზოლუცია ეს არის ნატო-ს რეზოლუცია, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ. რეზოლუციის ახალი პროექტი დაეგზავნა პარლამენტში მომუშავე ფრაქციის ყველა წევრს. მათ შორის, მქონდა კომუნიკაცია ბადრი ჯაფარიძესთან, თეონა აქუბარდიასთან, ანა ბუჩუკურთან. პრინციპში, ამ რეზოლუციის სულისკვეთებაზე ვთანხმდებით. თეონა აქუბარდიამ კომენტარები წარმოადგინა, რომელთა დიდი ნაწილიც შეგვიძლია, მივიღოთ. ჩვენ ხვალ მივემგზავრებით ასევე ბრიუსელში, ნატო-ში გვაქვს შეხვედრები. გვინდა, კონსულტაციები გავმართოთ ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან და ამ რეზოლუციას თქვენი ყველას მხარდამჭერით უახლოეს მომავალში დავაინიცირებთ. რაც შეეხება მეორე, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას, სულისკვეთებას მივესალმებით, უბრალოდ საჭირო იქნება დასხდომა, რა ფორმით გვინდა ამ რეზოლუციის მიღება, რა თქმა უნდა, ეს ფრაქციებს შორის კონსულტაციის საკითხი უნდა იყოს და სჯობს, ფრაქციებმა მოილაპარაკონ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამასთან, ერთობლივი რეზოლუციის მიღების აუცილებლობაზე სხდომაზე ოპოზიციამ ისაუბრა. ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში საჭიროა როგორც უკრაინის მხარდამჭერი, ასევე საქართველოს ნატო-ში წევრობის მხარდამჭერი რეზოლუციების მიღება.

ამასთან, როგორც საპარლამენტო ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, ერთიანობა, საქართველოსთვის, ამ საკითხთან მიმართებაში არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ის, რაც ხდება უკრაინაში, პირდაპირ ეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას.

„როგორც იცით, პარლამენტში დარეგისტრირებული არის ორი საპარლამენტო რეზოლუცია – საქართველოს ნატო-ში წევრობის მხარდამჭერი, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ღიად ითხოვს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უკან წაღებას და იცით დასავლეთის პოზიცია ამასთან მიმართებაში და მეორე რეზოლუცია ეხება უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას, რომელიც ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტში ერთხმად იყოს მიღებული. ერთიანობა, ჩვენთვის ამ საკითხთან მიმართებაში არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ის, რაც ხდება უკრაინაში, პირდაპირ ეხება საქართველოს უსაფრთხოებას. რომ არა მხოლოდ მხარდაჭერა, არამედ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა მეგობრობის ჯგუფის გამოყენება და ერთობლივი ვიზიტის განხორციელება, მათ შორის კიევში ამ ერთიანობის დასადასტურებლად. კიდევ ერთხელ თხოვნით მოგვმართავთ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით კონსულტაციები გვქონდეს“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის თქმით, „2021 წლის 21 დეკემბერს დაინიცირდა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი, რომელიც 27 დეკემბერს ბიუროზე გავიდა.

„თვეზე მეტია გასული, ძალიან მნიშვნელოვანია და მე პირადადაც მჯერა, რომ ეს ისეთი საკითხია, რომელიც არის ზეპარტიული და შეგვიძლია, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა შევჯერდეთ. ბუნებრივია, ეს ტექსტი, თვეზე მეტია, დავაინიცირეთ და ბუნებრივად შეიძლება, საჭიროებდეს გარკვეული ცვლილებების შეტანას და ერთობლივად შეგვიძლია ამ საკითხზე შეჯერება. დამეთანხმებით, ეს არ ეხება უკრაინას. რაც მოხდება უკრაინაში, პირდაპირ, სამწუხაროდ, ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაზე აისახება“, – განაცხადა ბუჩუკურმა.