აქტუალური
შალვა პაპუაშვილი: მოლდოვას, უკრაინას, საქართველოს ჩვენ-ჩვენი ფასი გვაქვს გადახდილი, სწორი არ მგონია შედარებები, ვინ რამხელა ფასი გადაიხადა

 საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. ასეთი განცხადებები არ არის ძალიან სასიამოვნო, იქიდან გამომდინარე, რომ აქ აწონ-დაწონვა, ვინ რამხელა ფასი გადაიხადა, ეს შედარებები არ მგონია, სწორი იყოს, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის მორიგი განცხადება.

„მოლდოვას, უკრაინას, საქართველოს – ჩვენ, ყველას ჩვენ-ჩვენი ფასი გვაქვს გადახდილი და ჩვენ ჩვენი წვლილი შეტანილი. ეს 30 წელი სამივე ქვეყნისთვის არის ბრძოლის წლები. ასე რომ, ჩვენ, ყველამ ჩვენ-ჩვენი წვლილი მსხვერპლისა და ევროპული მომავლისთვის გავიღეთ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ახლა ერთმანეთს თანადგომა გამოვუცხადოთ და იმ ასოცირებულმა ტრიომ ერთად უნდა შევაბიჯოთ კანდიდატობაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი სოციალური ქსელის მეშვეობით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს: „უკრაინა იხდის საზარელ ფასს ევროპული დემოკრატიის არჩევანისთვის, ფასეულობები სარგებელზე მნიშვნელოვანია, თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი, განაცხადის ნომერი?“.