აქტუალური
ლოიდ ოსტინი: მოხარული ვარ მივესალმო ეკვადორს, საქართველოს და მოლდოვას, რომლებიც შეუერთდნენ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას

 საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. მოლდოვა, საქართველო და ეკვადორი შეუერთდნენ შტაბის უფროსებისა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრას რამშტეინის ფორმატში, რომელიც უკრაინის სამხედრო დახმარების გაწევას უკავშირდება. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან 45-ზე მეტმა მოკავშირემ და პარტნიორმა მთელი მსოფლიოდან გაუწია სამხედრო დახმარება უკრაინას. ეს ასახავს გლობალურ აღშფოთებას რუსული არაპროვოცირებული აგრესიის მიმართ და ასახავს გლობალურ გადაწყვეტილებას დაიცვას წესებზე დაფუძნებული წესრიგი", - აღნიშნა ოსტინმა.

დღეს მაქვს პატივი, ვუმასპინძლო 45-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს და შტაბის უფროსებს, ასევე ნატოს და ევროკავშირის წარმომადგენლებს. ასევე მოხარული ვარ მივესალმო ეკვადორს, საქართველოს და მოლდოვას, რომლებიც შეუერთდნენ დღევანდელ საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას“, - დასძინა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა.

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ოსტინი გამოვიდა მოწოდებით არ დაკარგოს დრო და დაასახელა იარაღის ტიპები, რომლებიც უკრაინაში მალე ჩავა.

ოსტინმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ფსონები მაღალია“ და გადამწყვეტი მომენტი დადგა ბრძოლის ველზე.