სამართალი
მიხეილ სააკაშვილი: საქართველო, უკრაინის დამსახურებითა და გეოპოლიტიკური გარემოების გამო, კანდიდატის სტატუსს მიიღებს - დათქმების ძალიან გრძელი სიით

 საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. არ ვიცი, გაუხარდება თუ არა ეს ხელისუფლებას, მაგრამ საქართველო, ჩემი აზრით, უკრაინის დამსახურებითა და გეოპოლიტიკური გარემოების გამო, კანდიდატის სტატუსს მიიღებს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.

სააკაშვილის თქმით, „ჩვენ მივიღებთ ამ სტატუსს დათქმების ძალიან გრძელი სიით”.

„სადაც იქნება ყველაფერი: სასამართლოში, პროკურატურაში, პოლიციაში, საარჩევნო სისტემაში სერიოზული ცვლილებები; დეოლიგარქიზაცია, მედიის თავისუფლება, ადამიანის უფლებების პრაქტიკული გარანტიები, მთელი რიგი სხვა ინსტიტუციური ცვლილებები.

დათქმები უკრაინასა და მოლდოვასაც ექნებათ, ოღონდ ბევრად ნაკლები”,- აღნიშნავს სააკაშვილი წერილში.