აქტუალური
ოლივერ ვარჰეი: უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს სურვილი აქვთ, გაწევრიანდნენ ევროკავშირში, ახლა ევროპამ უნდა ანახოს, რომ ეს არის რეალობა

 საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს სურვილი აქვთ, გაწევრიანდნენ ევროკავშირში. მათ ნათლად, ხმამაღლა გამოხატეს ამისი სურვილი. ისინი ევროკავშირში წევრობას თვლიან ყველაზე სანდო ინსტრუმენტად საკუთარი მშვიდობის, სტაბილურობისა და აყვავებისთვის. ახლა ევროპამ უნდა ანახოს, რომ ეს არის რეალობა, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, წევრობაზე განაცხადებს კომისია სერიოზულად მიუდგა და დაასახელა კრიტერიუმები ის, რომლებსაც შეფასებებისას დაეყრდნენ.

„ამ დაძაბულ პერიოდში სამმა ჩვენმა პარტნიორმა ქვეყანამ ნათელი გზავნილი გამოგვიგზავნეს ჩვენ და მსოფლიოს. უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს სურვილი აქვთ, გაწევრიანდნენ ევროკავშირში. მათ ნათლად, ხმამაღლა გამოხატეს მათი საკუთარი სურვილი, რომელიც გახლავთ, რომ ისინი ევროკავშირში წევრობას თვლიან ყველაზე მნიშვნელოვნად, ყველაზე სანდო ინსტრუმენტად საკუთარი მშვიდობისთვის, სტაბილურობისა და აყვავებისთვის ხანგრძლივი თვალსაზრისით. ახლა ევროპამ უნდა ანახოს, რომ ეს არის რეალობა.

ნათელია, რომ ახალ გეოპოლიტიკურ კონტექსტში ევროპა ასევე აფასებს საკუთარ ერთიანობასა და გაფართოების პოლიტიკას. ჩვენ სერიოზულად მივუდექით ამ განცხადებებს, მაგრამ არა ჩვეულებრივი მანერით. ჩვენ ძალიან დაძაბულად ვიმუშავეთ და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გვეპასუხა საბჭოსთვის. ეს არის პირველი ნაბიჯი, როდესაც კომისია ამზადებს თავის აზრს აპლიკანტ ქვეყანაზე. ჩვენ ძალიან ღრმა შეფასება ჩავატარეთ. ვიყენებდით ისეთივე მეთოდოლოგიას, როგორც წინა შემთხვევებში. ჩვენ ვეყრდნობით კრიტერიუმს, რომელიც საკმაოდ კარგად არის ჩამოყალიბებული.

ჩემი ამოცანა იქნება, აგიხსნათ კონსტრუქცია, რომელიც წარმოვსახეთ – ევროპული პერსპექტივა, კანდიდატის სტატუსი და პირობები. პირობები, რომ მოპოვებული იქნას კანდიდატის სტატუსი. მოლდოვისთვის საჭიროა საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის წარმოება და დასრულება. სჭირდება საჯარო ფინანსური მენენჯმენტის სისტემა და საჯარო რეფორმების სისტემის გაძლიერება. ასევე, მოლდოვამ უნდა უზრუნველყოს სასამართლო რეფორმები. ეს არის დამოუკიდებლობა, კეთისლინდისიერება, ანგარიშვალდებულება სასამართლო სისტემისა და ეფექტური დემოკრატიული ზედამხედველობა. ასევე დანიშვნები უნდა მოხდეს იუსტიციის უზენაეს საბჭოში.

მეორე მიმართულება იქნება კორუფციასთან ბრძოლა, გვჭირდება პროაქტიული გამოძიებები. შემდეგი არის ორგანიზებული დანაშაული, სადაც საჭიროა მზარდი თანამშრომლობა ჩვენთან, ევროკავშირთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ მოხდეს აქტივების ამოღება. განსაკუთრებით საბანკო თაღლითობის შემთხვევაში. ჩვენ გვჭირდება ფინანსური სპეციალური ჯგუფის მიერ მიღებული შედეგები. ასევე სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, ადამიანების უფლებების დაცვის, განსაკუთრებით, როდესაც საკითხი ეხება მოწყვლად ჯგუფებს, ბრძოლას, ძალადობას ქალების წინააღმდეგ.

საქართველოსთვის ჩვენ ასევე გავაკეთეთ პრიორიტეტების ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეც ჩვენ კანდიდატის სტატუსის შეთავაზების ნაბიჯი შეგვიძლია, გადავდგათ. დემოკრატიის თვალსაზრისით გვინდა, დავინახოთ პოლიტიკური პოლარიზაციის დასასრული, რომელიც ახასიათებს ქვეყანას. გვჭირდება ყველა პოლიტიკური პარტიის თანამშრომლობა ქვეყანაში. იმ შეთანხმების რეალიზაცია, რომელიც მიღწეულ იქნა ევროკავშირის ფასილიტაციით. ეს ეხება ასევე სასამრთლო რეფორმას, რადგან შეთანხმებაში შესული იყო საკითხი. ასევე პროგრესი გვინდა დავინახოთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, სადაც ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა იქნება უზრუნველყოფილი. მეოთხე, უნდა გაძლიერდეს ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. გვჭირდება ღრმა გამოძიებები. ფუნდამენტური, ძირითადი უფლებების თვალსაზრისით უნდა იყოს გარანტირებული თავისუფლება, პლურალისტური, პროფესიული და თავისუფალი მასმედიის გარემო საქართველოში. ეს არის დღე, როდესაც შეთავაზებას ვაკეთებთ და იმედი მაქვს, ჩვენს შეთავაზებას სრულიად დააკმაყოფილებს ევროპული საბჭო“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.