აქტუალური
ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩავიბარეთ მძიმე მემკვიდრეობა - დიქტატურა, ავტორიტარული რეჟიმი, სადაც ადამიანებს კლავდნენ

 საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. 2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩავიბარეთ მძიმე მემკვიდრეობა - დამყარებული, დიქტატურა, ავტორიტარული რეჟიმი, სადაც ადამიანებს კლავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ბიზნესს ართმევდნენ, ოჯახებს ანადგურებდნენ, სადაც არავითარი ნიშანწყალი დემოკრატიის არ არსებობდა , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განახადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სასამართლო მაშინ იყო ჩვეულებრივი ნოტარიუსის ოფისი, რასაც დაავალებდა პროკურორი, იმ გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე.

ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ იმ მძიმე მემკვიდრეობიდან, რომელიც დაგვხვდა, რეალურად, დამყარებული, დამკვიდრებული დიქტატურა, ავტორიტარული რეჟიმი, სადაც ადამიანებს კლავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ბიზნესს ართმევდნენ, ოჯახებს ანადგურებდნენ, ასეთი მემკვიდრეობის შემდეგ, სადაც არავითარი ნიშანწყალი დემოკრატიის არ არსებობდა, არავითარი მედია თავისუფლება არ არსებობდა ქვეყანაში, არავითარი დამოუკიდებელი მართლმსაჯულება არ არსებობდა, და მთლიანად სახელმწიფო მანქანა, სისტემა იყო გადაქცეული რეპრესიულ სისტემად, ჩაგვრის და მოქალაქეების განადგურების სისტემად. ეს მემკვიდრეობა ჩავიბარეთ ჩვენ 2012 წლის პირველ ოქტომბერს. და მე მინდა შევახსენო ყველას, რომ სასამართლო მაშინ იყო ჩვეულებრივი ნოტარიუსის ოფისი. რასაც დაავალებდა პროკურორი, იმ გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე. ეს მემკვიდრეობა დაგვიტოვეთ თქვენ, ძვირფასო ბატონებო. რაც შეეხება მედია თავისუფლებას, ქვეყანაში არც ერთი ოპოზიციური არხი არ არსებობდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.