სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილი დავით ხაჯიშვილს: სტრასბურგში 152 საქმე იქნა გაგზავნილი წელს, თქვენს დროს იყო 4 000, 5000, გამამტყუნებელი განაჩენი იყო 99%, გესმით რა ხდება?!

 საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. მთავრობის მეთაური პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს. პრემიერმა დავით ხაჯიშვილის კითხვას გამოუძიებელ საქმეებთან დაკავშირებით ასე უპასუხა:

მე არ ვიცი რა გამოუძიებელი საქმეებია, ყველაფერი გამოძიებულია, თუ რამე კითხვები გაქვთ, მიმართეთ სასამართლოს, ან მიბრძანდით სტრასბურგში. კიდევ გახსენებთ, რომ სტრასბურგში 152 საქმე იქნა გაგზავნილი წელს, თქვენს დროს იყო 4 000, 5000, გამამტყუნებელი განაჩენი იყო 99%, გესმით რა ხდება?!“,- მიმართა მთავრობის მეთაურმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.