რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „შიგ, ევროპისკენ!“ - თბილისური ევრომაიდანის მთავარი მიზანია არ დაუშვას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირება

     2022 წლის 24 ივნისს თბილისის ევრომაიდანის მე-2 მიტინგს განსაკუთრებული ანალიზი არ სჭირდება - პრიმიტიული ჯამბაზური სცენარი, ყალბი ფსევდოპატრიოტული ეგზალტაცია და უკიდეგანო რუსოფობია, რომელიც ყველას ყელში ამოუვიდა, იდეოლოგიური დასაბუთების სრული არარსებობა - მიტინგების ჩატარების მიზნები წინააღმდეგობრივი, ბუნდოვანი და არარეალური, სპიკერები - საზოგადოებისთვის არაპატივსაცემი სკანდალური ავანტიურისტი და უცნობი ისტერიული ორატორები“. "დღეს ფსიქიატრიულში ალბათ ღია კარის დღე!" - ჩემმა კომენტარმა სოციალურ ქსელებში ტყუილუბრალოდ როდი მიიღო ათასობით მომხმარებლის მოწონება! ასე რომ, ორიგინალური არაფერია, თუმცა აუცილებელია საქართველოს დედაქალაქში ხელოვნურად შექმნილი ვითარების ზოგიერთი თავისებურების დაფიქსირება, რომელსაც, დიდი ალბათობით, ანტიქართული დესტრუქციული ძალები შემდგომში გამოიყენებენ პროვოკაციული ძირგამომთხვრელი ანტისახელმწიფოებრივი მიზნებისთვის საკუთარ მერკანტილურ ინტერესებ.

   დღეს ქართველ საზოგადოებაში უკიდურესად მშვიდი განწყობა სუფევს, არცთუ უსაფუძვლო ოპტიმიზმის ელფერით - სახელმწიფოს სათავეში უდგას დადებითი მოღვაწე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც გაბედულად იცავს ეროვნულ ინტერესებს და ქართულ ღირებულებებს - მართლმადიდებლობას, ოჯახის ინსტიტუტს, კულტურას და ამაში მაგალითს აძლევს ყველას. ღარიბაშვილის სიმტკიცის წყალობით, საქართველოს რუსეთთან ახალი ომისა და საქართველოსთვის მომაკვდინებელი ანტირუსული სანქციების უფსკრულისკენ ვერ უბიძგეს, თუმცა რადიკალური ოპოზიციისა და მის მიერ დაქირავებული დასავლელი ლობისტების მხრიდან ზეწოლა და შანტაჟი უპრეცედენტო იყო! ისინი ყველაფრით სპეკულირებდნენ - ოკუპირებული ტერიტორიებით, დასავლური ღირებულებებით, ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებით.

   ქართველი ხალხი გაგებით ეკიდება არსებულ ყოველდღიურ სიძნელეებს (კვების პროდუქტებზე, ენერგომატარებლებზე ფასების მატება, ინფლაცია, უმუშევრობის მაღალი დონე, ძვირადღირებული ჯანდაცვა) და იმედით უყურებს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების, რომელთანაც „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში სტაბილურად თანაბარი ურთიერთობები ჩამოყალიბდა - იქ, სადაც ისინი არსებობს, ანუ ეკონომიკაში, ვაჭრობაში, ტრანსპორტში, ტურიზმში. მოსახლეობა ასევე გრძნობს მაქსიმალურ მხარდაჭერას მმართველი პარტიის ყველა რგოლისგან, განსაკუთრებით - ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე (მატერიალური დახმარება, სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება, ახალი საცხოვრებლები ლტოლვილებისა და სამხედრო მოსამსახურეებისთვის). მოქალაქეები აფასებენ ქართული ოცნების დამფუძნებლის, მეცენატი ბიძინა ივანიშვილის წვლილს, რომელმაც საქართველოში ქველმოქმედების სახით 3 მილიარდი დოლარი დახარჯა, თბილისელებმა კი თავისი მერი კახი კალაძე შეიყვარეს მისი შრომის, სიახლეებისა და საქალაქო სამსახურების მკაფიო მუშაობისთვის.

ხაზს ვუსვამ - საქართველოში არავინ მოელოდა, რომ 24 ივნისს ევროსაბჭო საქართველოს მიანიჭებდა კანდიდატის სტატუსს, რომელიც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს! ევროკომისიის 20 ივნისის რეკომენდაციებში წინასწარ იყო გამოცხადებული, რომ საქართველო მიიღებდა მარტოევროპულ პერსპექტივას. გულახდილად ვაღიაროთ - მრავალეროვან ქართველ ხალხს ნაკლებად აინტერესებს ბრიუსელის პერიპეტიები, მოქალაქეებს ბევრი სხვა, უფრო საჭირბოროტო, პირველ რიგში, სოციალური პრობლემა აქვთ. ევროპული პერსპექტივა მოგვცეს? - ჰოდა, კარგი, "ქართული ოცნების" ხელისუფლებას უწინაც მოუტანია საქართველოსთვის ევროპული სიკეთეები - ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო რეჟიმი შენგენის შეთანხმების ქვეყნებთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. მოსახლეობა ამას ყოველთვის მშვიდად აღიქვამდა, ოპოზიცია კი ხელისუფლების წარმატებებს, გასაგები მიზეზების გამო, „არ იმჩნევდა“. დღეს კი საქართველოს არც ერთი ფსიქიკურად ჯანმრთელი მოქალაქე არ დათანხმდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას იმ მძიმე ფასად, რა ფასადაც ეს მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ - რუსეთთან ომი, რომლის შედეგიც წინასწარ არის განსაზღვრული, ტერიტორიების და სუვერენიტეტის დაკარგვა, უმწვავესი ეკონომიკური და ინსტიტუციური პრობლემების კომპლექსი. თუმცა, ამის მიუხედავად, რადიკალური პოლიტიკური ოპოზიცია და მასთან აფილირებული ძალები - არასამთავრობო ორგანიზაციები, „სამოქალაქო სექტორი“, როგორც გნებავთ - აწყობენ თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე საპროტესტო მიტინგებს "შინ, ევროპაში!" და ტეხენ განგაშს, თითქოს სამყაროს დასასრული დადგა: საქართველომ დაკარგა უნიკალური შანსი ოლიგარქ ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლებისა და პრემიერ ღარიბაშვილის გამო! „ფანჯარა“ იკეტება! ერთი კვირას ვიძლევ მთავრობის და პრემიერის გადადგომისთვის! სასწრაფოდ შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც წლის ბოლომდე შეასრულებს ევროკავშირის 12 მოთხოვნას! ჩვენ, აქციის ორგანიზატორები, 3 ივლისამდე მივდივართ რეგიონებში აგიტაციის საწარმოებლად, ხოლო თბილისში დაბრუნებულები პარლამენტთან შევიკრიბებით და ოლიგარქიის ნგრევამდე არ დავიშლები!“.

   საქართველოსთვის საკრალურ ადგილს - რუსთაველზე პარლამენტის წინ - ბევრი რამ ახსოვს, მაგრამ ასეთი ალოგიკური ბოდვა პირველად ესმის! რაც შეეხება „ოლიგარქიას“, მმართველი პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, უკვე ისაუბრა ოთხ „უკრაინულ“ კრიტერიუმზე, რომელთან შესაბამისობაც აუცილებელია ოლიგარქების რიცხვში მოსახვედრად (უკრაინაში მიღებული „ანტიოლიგარქიული კანონის“ თანახმად, რომლის მიღებასაც ევროკავშირი საქართველოშიც მოითხოვს), ესენია: 1 - 85 მილიონზე მეტი აქტივი, 2 - გავლენა მედიაზე, 3 - გავლენა პოლიტიკაზე, 4 - მონოპოლიური ან დომინანტური მდგომარეობა ბიზნესში. ივანიშვილი ამ კრიტერიუმებიდან მხოლოდ ერთს აკმაყოფილებს - ფლობს 85 მილიონ დოლარზე მეტს, მაგრამ რადიკალური ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა, მათი ბელადით - სააკაშვილით დაწყებული, ყველა პარამეტრით ოლიგარქია, ანდა ზემოაღნიშნული 4 კრიტერიუმიდან 3-ს აკმაყოფილებს.

   არა, თბილისში "ევრომაიდანის" ორგანიზატორებს როდი აწუხებთ საქართველოში "ერთპიროვნული" მმართველობა დასავლური დემოკრატიის საზიანოდ და საქართველოსთვის "ერთადერთი, ხელიდან გაშვებული შანსი" ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად! მათი მთავარი მიზანი და დავალებაა ხელი შეუშალონ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირებას ნებისმიერ, თუნდაც ხელისუფლების დამხობისკენ არაკონსტიტუციური მოწოდებების ფასად! სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და ისკენ მოწოდებები, საქართველოს კანონმდებლობით, უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ, როგორც ჩანს, „ჩიტი ბრდვნად ღირს“. არადა, აქ სახეზეა კოლაბორაციონისტთა სხვა დანაშაულების მთელი თაიგული, პირველ რიგში - უკანონო ფარული დაფინანსება, ასევე შპიონაჟი, დივერსია და საბოტაჟი!

   მიტინგი გაიხსნა ევროპის ჰიმნით და სამგლოვიარო უკრაინული სიმღერა - ტირილით, რომელსაც უკვე მეოთხე თვეა ატრიალებენ ოპოზიციური ტელეარხები, მოსახლეობის ფსიქიკაზე უარყოფითი გავლენის მიზნით; მიტინგი დასრულდა საქართველოს კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისკენ მუსიკალური მოწოდებით - რეჩიტატივით რეპის სტილისში, ასევე - უკრაინის ჰიმნი. მიტინგზე საქართველოს ჰიმნი არ გაჟღერებულა, გამომსვლელებს შორის არ იყვნენ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს წარმომადგენლები, ლტოლვილები, არც ერთი ავტორიტეტული საზოგადო მოღვაწე - მხოლოდ ვულგარულ უხამს პერსონაჟები, რომლებიც იწყევლებოდნენ, ლაპარაკობდნენ არანორმატიული ლექსიკისა და სიძულვილის ენაზე, რასაც განამტკიცებდნენ უხამსი ჟესტებით, პარანოიდულად სკანდირებდნენ მიკროფონში "მძულს რუსეთი!". შემთხვევითი როდია, რომ მათი გურუ - კარლ ბილწი, უკაცრავად, ბილდტი, რომლის მეუღლის კომპანიამ სააკაშვილის რეჟიმის დროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონებიამოქაჩა“! ასევე მონაწილეებს უკრაინულად მიმართეს სააკაშვილის უფროსმა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ, და დავით არახამიამ - რუსულად, რადგან რუსულის გარდა სხვა ენა არ იცის.

   განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ახალგაზრდა აზერბაიჯანელი კაცისა და აზერბაიჯანელი ქალის გამოსვლა ერთიმეორის მიყოლებით. ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია, რომლის მიზანი იყო ეთნიკური სიძულვილის გაღვივება ქვემო ქართლის რეგიონში კომპაქტურად დასახლებულ და აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის; ეს იყო დემონსტრაცია იმისა, რომ საქართველოში მცხოვრები ასობით ათასი აზერბაიჯანელი მოქმედი ხელისუფლების მოწინააღმდეგე და ოპოზიციის - სააკაშვილისა და მისი პარტი ნაციონალური მოძრაობის - მომხრეა! საქართველოში ეროვნული უმცირესობები, აზერბაიჯანელები და სომხები, ტრადიციულად მხარს უჭერდნენ მმართველ პარტიას - მანამ, სანამ ბოლო წლებში, ქვემო ქართლში ექსმმართველი პარტიის ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის შედეგად, აზერბაიჯანელთა ჯგუფებმა არჩევნების დროს ექსცესების მოწყობა არ დაიწყეს. ამაში მათ ხელს უწყობენ მათი ადგილობრივი რელიგიური ლიდერები, ასევე პარლამენტის დეპუტატები - ეთნიკური აზერბაიჯანელები - "ნაცმოძრაობიდან". და, რა თქმა უნდა, ეს ხდება საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან უცნაური პოზიციისა და მოღვაწეობის ფონზე...

   რაც შეეხება აქციის მომიტინგეთა რაოდენობას, პირველი მიტინგისგან განსხვავებით, დაახლოებით ნახევარი მოვიდა - 7 ათასამდე, შემადგენლობა იგივეა, მთელი საქართველოდან ჩამოყვანილი და სტუდენტები დედაქალაქის ყველა უმაღლესი სასწავლებლიდან. ორგანიზატორი იგივეა, მოძრაობა "სირცხვილია", რომლის შესახებაც ორიოდე სიტყვა უნდა ითქვას.

   მოძრაობა „სირცხვილია“, ისევე როგორც სხვები - წადი“, „გაბედე“, „შეცვალე და თეთრი ხმაური - შეიქმნა და გააქტიურდა სააკაშვილისა და მისი გუნდის მიერ ერთდროულად, 2018 წელს. შეგახსენებთ, რომ მაშინ, მთავრობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად (ჩატარდა საპოლიციო რეიდი ღამის კლუბ ბასიანში, სადაც მოიხმარდნენ და ყიდდნენ ნარკოტიკებს) და პრემიერთან ერთად მისი გადადგომის მოთხოვნით, ნარკოტიკების მომხმარებელთა უფლებების დამცველი მოძრაობა „თეთრი ხმაური“ რუსთაველზე გამოვიდა. სიტუაცია მაშინდელმა ახალდანიშნულმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ „განმუხტა“, რომელმაც რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეებს საჯაროდ, მიკროფონში ბოდიში მოუხადა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ესკრიზისისპეციალურად თავად გახარიამ მოაწყო, რათა გამოეჩინა თავისინიჭიკრიზისული სიტუაციების გადაჭრაში და დაეკავებინა პრემიერ-მინისტრის სავარძელი, რაც წარმატებით მოახერხა. ზემოჩამოთვლილი არასამთავრობო ორგანიზაციები - „მოძრაობები“ - სააკაშვილმა პარლამენტის აღების - ახალი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისას გამოიყენა 2019 წლის 20 ივნისს, რასაც გავრილოვის ღამე დაერქვა. მაგრამ მაშინ გახარიას, უკვე პრემიერის რანგში, ბოდიში კი არ მოუხდია, არამედ მომიტინგეები დაცხრილა ტრავმატული სპეციარაღიდან, რის გამოც ზოგიერთს თვალი დაუზიანდა და გახარიას მეტსახელად „თვალთარია“ შეარქვეს. 2021 წლის თებერვალში გახარია უღალატებს მმართველ პარტიას ოპოზიციის სასარგებლოდ და შექმნის საკუთარ პარტიას, რომელსაც მომავალი არ აქვს - საქართველოში ღალატს არავის პატიობენ...

   დღეს ფსონი დადებულია მოძრაობა „სირცხვილიაზე“, რომელიც შეიქმნა დასავლეთის განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მყოფი ლგბტქი + თემის ბაზაზე, რაც დიდი ფინანსებით „გაუმჭვირვალედ“ ოპერირების საშუალებას იძლევა. სწორედ ამიტომ, თბილისში „ევრომაიდანის“ ორგანიზატორებმა ორჯერ, პირველ და მეორე მიტინგზე, სააკაშვილის „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები სცენიდან გააძევეს, რითაც მათ არამარტო მიკროფონთან მიახლოების, არამედ სცენაზე სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პლაკატების აღმართვის საშუალებაც კი არ მისცეს! „Who pays the piper calls the tune“ - ახალი რევოლუციონერებიევრომაიდანსაწყობენ ალტერნატიული წყაროებიდან მიღებული ფულით, ისინი ასრულებენ კონკრეტულ დაკვეთას და არ სურთ, რომ ეს საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს რადიკალურმა პოლიტიკურმა ოპოზიციამ და მათ კისერზე ქვასავით ჩამოკიდებულმა“ სააკაშვილმა - დამნაშავემ, პატიმარმა, სამარცხვინო სიმულიანტმა და მსოფლიოში ერთადერთმა ექსპრეზიდენტმა, რომელმაც საკუთარი სამშობლოს მოქალაქეობაზე უარი თქვა!

 

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2022 წლის 26 ივნისი
საქართველო, თბილისი