რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: რატომ სურდა ფარაჯანოვს ჰამლეტის როლში გორბაჩოვის გადაღება და რა ემართება ერს, როცა თავმოყვარეობას კარგავს

     To be, or not to be, that is the question…

ფარაჯანოვმა, რომელიც, თავისი სარკასტულად, მაგრამ უწყინრად დასცინოდა ყოველივე კომუნისტურს, ერთხელ აბსოლუტურად სერიოზულად განაცხადა: დიდი სიამოვნებით გადავიღებდი გორბაჩოვს ჰამლეტის როლში“. იმ ღამეს სერგოს არ ჰყავდა უცხო სტუმრები, რომელთა წინაშეც იძულებული იყო დაუსრულებელი სპექტაკლი ეთამაშა... ჩვენი გაკვირვების შემხედვარე მან განგვიმარტა: "გორბაჩოვი ბრწყინვალე ტრაგიკული მსახიობია, რომელიც მუდმივად თამაშობს, სინამდვილეში კი სულ სხვანაირად ფიქრობს. დაამ გაორებაში იმალება წარმოუდგენელი ტრაგიზმი". გორბაჩოვის მმართველობის პირველი წელი იყო და მას უკვე ისეთი გამოხდომები ჰქონდა, ფარაჯანოვთან გადაღებებზე რომ დათანხმებულიყო, დიდად არავის გაუკვირდებოდა.

   ერთხელაც ფარაჯანოვს შუადღეს შევუარე, როცა სტუმრად საერთოდ არავინ ჰყავდა და მშვიდად კოლაჟს აუკეთებდა მაიდანზე ნაპოვნ ძველებურ მეტლახის ფილაზე ლურჯი ორნამენტით, რომელზედაც ულვაშიანი ჩალმიანი მამაკაცის შიშველ ფიგურას ამაგრებდა - აქაოდა, ესააო ერეკლე მეორე აბანოში. ვკითხე - რაში სჭირდება ეს მუდმივი ეპატაჟი, რატომ დასცინის საზოგადოებრივ აზრს, ადამიანების უმეტესობას ხომ მისი შემოქმედება არ ესმის და ფარაჯანოვის სანახავად მოდიან მარტო როგორც მსოფლიოში სახელგანთქმული საკვირველებისა? აი ნახავ, - მითხრა სერგომ, - როცა მოვკვდები, სწორედ ეს იდიოტები იქნებიან პირველი, ვინც ჩემგან ლენინს შექმნის!". ანუ - უნაკლო გენიოსად გამოაცხადებენ და განდიდებას დაიწყებენ, თუმცა ფარაჯანოვი „ანგელოზი“ სულაც არ ყოფილა...

   ალბათ არც გამახსენდებოდა ეს ორეპიზოდი, რომ არა ხრუშჩოვის საქმის გამგრძელებლის - გორბაჩოვის სიკვდილი. პოლიტბიუროში სტავროპოლელი სომეხი ცეხავიკების ფულით მოხვედრილმა გორბაჩოვმა, არცთუ ჭკვიანმა და ზედაპირულად განათლებულმა ადამიანმა, თავისი გამორჩეული არტისტული მონაცემების წყალობით, რაც ინტუიციურად შენიშნა ფარაჯანოვის მახვილმა თვალმა, ისე გენიალურად ითამაშა მისთვის დაწერილი სპექტაკლი - ”გარდაქმნა, საჯაროობა, დემოკრატია, დაჩქარება“ - იმიტომ, რომ სახალხოდ, როგორც ფარაჯანოვს, თავადვე სჯეროდა საკუთარი აბსურდის! რაც გორბაჩოვს დასავლეთის წინაშე სახეს ანარჩუნებინებდა - აქაოდა, მე ვემსახურები სამჭოთა ხალხს და ამ რეფორმებს ვახორციელებ არა თქვენთვის, არამედ საბჭოთა კავშირის საკეთილდღეოდ, რათა ის გახდეს მოწინავე თანამედროვე ქვეყანა - თავისუფალი, დემოკრატიული, ღია საზოგადოებით, როგორ თქვენი დასვული ქვეყნები!

   რუსეთმა ახლახან შოკი განიცადა მის მიერ „ოქრიში ამოვლებული“ შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლების ღალატისგან, რომლებმამხარდაუჭირეს უკრაინას და დაგმეს რუსეთის ხელისუფლება - ალბათ პუტინს ხრუშჩოვივით უნდა დაეთმო ყირიმი, ან ნახევარი ევროპა, როგორც გორბაჩოვმა, მათთვის თავის მოსაწონებლად! დღეს კი რუსეთმა მეორე შოკი უნდა განიცადოს - იმის გამო, რომ მისი პოლიტიკური ელიტის მრავალი წარმომადგენელი გარდაცვლილ გამოჩენილ მსახიობ გორბაჩოვს უწოდებს დიდ რევოლუციონერს, რეფორმატორსდა დემოკრატს, ანუ, როგორც ფარაჯანოვი იტყოდა, ისინი "მისგან ლენინს ქმნიან".

   ყველა დროისა და ხალხის მოღალატემ, რომლის სინდისზეც - მილიონობით სიცოცხლეა და ეს ანგარიში ჯერაც არ დახურულა, გორბაჩოვმა შექმნა ერთპოლარული სამყარო - მოსპო სტალინის მიერ მსოფლიოში შექმნილი ძალთა უნიკალური ბალანსი დასავლეთსა და საბჭოთა კავშირს შორის, გაანადგურა ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია - ნატოს საპირწონე, რის შემდეგაც ალიანსმა აღმოსავლეთით გაფართოება დაიწყო. ომები პოსტსაბჭოთა სივრცეზე, მათ შორის - საქართველოსა და უკრაინაში, გორბაჩოვის საქმიანობის შედეგია. გერმანიის გაერთიანებით გორბაჩოვმა ფარული ბიძგი მისცა ნეონაციზმის აღორძინებას და წაბილწა დიადი გამარჯვება, ხოლო საბჭოთა არმიის ავღანეთიდან გაყვანით გორბაჩოვმა შერყვნა იქ დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნა, მათ შორის საქართველოდან, ისევე როგორც დღეს აშშ-მა შერყვნა ავღანეთში დაღუპულთა ხსოვნას, მათ შორის მისიაში მონაწილე ქართველების. რამდენი წელი დასჭირდათ ავღანელებს გორბაჩოვის მიერ გაყვანილი რუსების ნაცვლად ავღანეთში შეჭრილი ამერიკელების გასაძევებლად?! ვარშავის ხელშეკრულების დაშლის კვალდკვალ, გორბაჩოვმა დასავლეთის საამებლად, საბჭოთა კავშირი დაშალა და 15 საბჭოთა რესპუბლიკის ოდესღაც მოძმე ხალხები მტრებად აქცია, რითაც შერყვნა დიდ სამამულო ომში გვერდიგვერდ მებრძოლი გმირების ხსოვნა! "მოკრძალებული და ღირსეული იდეალისტი" გორბაჩოვი, როგორც მას ნეკროლოგებში უწოდებენ რუსი დეკადენტები - ფსევდოინტელიგენტები, სავალუტო მილიარდერი იყო - როგორც ჩანს, "პენსიები დააგროვა", თუმცა იმისთვის, რაც დასავლეთისთვის გააკეთა, დაიმსახურა ყოფილიყო როკფელერსა, მორგანსა და როტშილდზე ერთად აღებულზე უფრო მდიდარი!

   დიახ, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს საკუთარი აზრის ქონის უფლება, მაგრამ თუ ეს ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს და პოლიტიკას, კეთილი ინებე და დატოვე სახელმწიფო თანამდებობა! და თუ ერი ამას ვერ ამჩნევს და სიამაყეს კარგავს, მაშინ ის აღარაა ერდა იქცევა ეთნოსად. მახსოვს, ერთ-ერთ მიღებაზე მაიკლ ლენთან კამათი, რომელმიმტკიცებდა, რომ საქართველოში მცხოვრებ ყველა არაქართველ ერს უნდა ეწოდოს „ეთნიკური უმცირესობები“, და არა „ეროვნული“, როგორც მე მათ ყველა პუბლიკაციაში ვუწოდებ. დღეს მივხვდი, რომ ამერიკელი ნაწილობრივ მართალი იყო - როცა რუსები და ქართველები კარგავენ თავმოყვარეობას, ისინი ერიდან უბრალოდ სლავური და კავკასიური ეთნოსების წარმომადგენლებად გადაიქცევიან.

   ზემოთ მოვიყვანე რუსების მაგალითი, ახლა კი ქართველებზე ვისაუბრებ. ქართველმა ერმა თავმოყვარეობა დაკარგა, როცა 2007 წლის 10 აგვისტოს გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობიდან სააკაშვილის ბანდიტების მიერ ქართველი ჟურნალისტების ქუჩაში გამოყრას შეეგუა. სააკაშვილმა ხომ მაშინ ასფალტზე დაახეთქა საქართველოში დღემდე ყველაზე პოპულარული გაზეთი „ასავალ-დასავალი“! შემთხვევითი როდია, რომ ერთი წლის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოსში, თავმოყვარეობა დაკარგულქართველები - სააკაშვილი და მისი ბანდიტები, რომლებმაც ხელი აღმართეს ძმებზე - ოსებზე, ცხინვალის რეგიონიდან გამოყარეს.

   ჟურნალისტებისგან გათავისუფლებულ შენობაში მოაწყვეს სასტუმრო "Rooms Hotel Tbilisi", სადაც 2022 წლის 5 სექტემბერს გაიხსნა კონფერენცია "დიდება უკრაინას", რომლის მონაწილეებიც არიან საქართველოს მთავარი მტრები: დევიდ კრამერი. იან კელი, ჟიგიმანტის პავილიონისი, ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა, ლორა თორნტონი, ასევე რადიკალური ოპოზიციის ლიდერები - ესააკაშვილის ზემოხსენებული ბანდიტები, რომელიც საკვანძო სახელმწიფო თანამდებობებს იკავებდნენ სისხლიანი რეჟიმის მმართველობის წლებში. დღეს კი უკრაინამ, რომელსაც საქართველოში კონფერენცია მიუძღვნეს, მოითხოვა, რომ აშშ-სა და ევროკავშირს სანქციების სიაში დაემატებინათ 12 ადამიანი საქართველოდან. მათ შორის - ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 3 მილიარდი დოლარი შესწირა სამშობლოს და გადაარჩინა საქართველო სააკაშვილისა და მისი ბანდიტებისგან - სწორედ მათი, ვინც ქართველი ჟურნალისტები "სამშობლოდან" გააძევა! სია შეადგინა ზელენსკის მრჩეველმა სანქციების საკითხში დევიდ კრამერმა, რომელიც თითქოს აქ არაფერი მომხდარა, თბილისში კონფერენციაზე იმყოფება - ზის სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ს დარბაზში, პირველ რიგში, თავისი თანამოაზრის, საქართველოში აშშ-ის მოქმედი ელჩის, კელი დეგნანის გვერდით!

თუ საქართველოს ხელისუფალთ თავმოყვარეობა არ დაუკარგავთ, მაშინ რატომ შემოუშვეს კრამერი და ყველა დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე?

   თუ ქართველებს თავმოყვარეობა არ დაკარგავთ, მაშინ კინწისკვრით რატომ არ გაყრიან ამ საქართველოს მტრებს, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების შეცვლისკენ?! თუ ქართველების „თავმოყვაეობა“ მხოლოდ რუსების წინააღმდეგ მუშაობს, როცა თბილისიდან სამი წლის წინ გაააძევეს რუსეთის დელეგაცია გავრილოვის მეთაურობით?!

   თუ ქართველებს თავმოყვარეობა არ დაუკარგავთ, მაშინ რატომ არ გაიწვევენ საქართველოს ელჩს უკრაინიდან, როგორც ეს კიევმა გააკეთა, როცა უკრაინის ელჩი საქართველოდან გაიწვია? რატომ არ გაწყვეტს საქართველო დიპურთიერთობებს არამეგობრულ უკრაინასთან, როგორც რუსეთთან გაწყვიტა 2008 წელს?!

   დრო ხომ არ არის, თავად საქართველომ დაიწყოს სანქციების დაწესება თავისი მტრების წინააღმდეგ და ქვეყნიდან გაყაროს ელჩები, რომლებიც მის საშინაო საქმეებში ერევიან?

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2022 წლის 5 სექტემბერი
საქართველო, თბილისი