უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი აფასებს უკრაინის საკითხზე პეკინის დაბალანსებულ პოზიციას

 საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი.  სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს უთხრა, რომ მოსკოვი მხარს უჭერს პეკინის „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას, ეწინააღმდეგება აშშ-ის „პროვოკაციებს“ ტაივანის სრუტეში და აფასებს ჩინეთის „დაბალანსებულ პოზიციას“ უკრაინის საკითხზე.

ორი ლიდერი, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში, უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში შეხვდნენ. ეს იყო მათი პირველი პირისპირ შეხვედრა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი წამოიწყო.

„ჩვენ ძალზედ ვაფასებთ ჩინელი მეგობრების დაბალანსებულ პოზიციას უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით. ჩვენთვის გასაგებია თქვენი კითხვები და შეშფოთება ამ საკითხზე. ჩვენი შეხვედრის დროს, ცხადია, ჩვენ განვმარტავთ ჩვენს პოზიციას“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

1tv.ge