რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: სსრკ-ის დაშლის შემდეგ საქართველომ ორჯერ განიცადა ნაციონალიზმის „ეპიდემიის“ აფეთქება, რაც ორჯერვე ძვირად დაუჯდა

   საქართველოსა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მოქალაქეების ყურადღება მიპყრობილია იმაზე, თუ რა ხდება პირველ უკრაინულ ფრონტზე, რადგან მარტოდმყოფ რუსეთსა და მოკავშირეებიან აშშ-ს შორის დაპირისპირების შედეგი მათ ხვალინდელ დღეს განსაზღვრავს. თუ გაიმარჯვებენ ისტორიული კოლონიზატორები - აშშ, ინგლისი, საფრანგეთი, თუ გერმანია რევანშს აიღებს მესამე რაიხის დამარცხებისთვის, მაშინ რუსული სამყარო დაიშლება და სსრკ-ის მსგავსად არსებობას შეწყვეტს. უფრო მეტად სავარაუდოა მეორე ვარიანტი - რუსეთი გახდება კოლექტიური დასავლეთით განაწყენებული ყველა ხალხისა და ქვეყნის, დასავლეთის ყოფილი კოლონიებიდასაყრდენი, კოლექტიური დასავლეთი კი დაიშლება - ანგლო-საქსებად (აშშ და დიდი ბრიტანეთი) და დანარჩენ ევროპად, რომელთა ხალხებსაც არ სურთ სიცივეში, სიბნელეში და შიმშილში სიკვდილი დასავლური ელიტებირუსოფობიის გამო.

საქართველოს ბედიც ასევე მთლიანად დამოკიდებულია ამ ომის შედეგზე, რომელშიც ერთი მხარე - რუსეთი - იბრძვის წესების დაცვით, ცდილობს არ შეეხოს მშვიდობიან მოსახლეობას, იწყებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას ტერიტორიის გათავისუფლებისთანავე, ხოლო მეორე მხარე - უკრაინა - იბრძვიან წესების გარეშე, ტერორისტებისა და დაქირავეებულების ტრადიციებში, არ თაკილობა ტერაქტებს (დარინა დუგინა) და დივესიებს („ჩრდილოეთის ნაკადი“), იმაზე ხელის აწევითაც კი, რასაც დასავლეთი ყოველთვის ხელშეუხებლად თვლიდა - მილსადენებზე. სსრკ-დაშლის შემდეგ საქართველომ ორჯერ განიცადა ნაციონლიმის „ეპიდემიის“ აფეთქება - შოვინიზმის პრეზიდენტ გამსახურდიას დროს და ნეონაციძმის რუსოფობიის ნიადაგზე პრეზიდენტსააკაშვილის დროს, აც ორჯერვე ძვირად დაუჯდა. გამსახურდიას დროს შოვინიზმისთვის საქართველო დაისაჯა შეიარაღებული ბანდფორმირებებით ("მხედრიონი"), რომლებიც ატერორებდნენ მოსახლეობას და რომლებსაც სახელმწიფო ძალოვანი სტრუქტურებიც კი უფრთხოდნენ; ხოლო დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი რუსოფობიის გამო საქართველომ 20% ტერიტორია დაკარგა და ჩვენთან დღემდე ღიად მოქმედებს „მეხუთე კოლონა“ - რადიკალური ოპოზიცია, რომლის ხერხემალია სააკაშვილის ყოფილი მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“. უკრაინულ ფრონტზე რუსეთის წარუმატებლობის შემთხვევაში ქართული რადიკალური ოპოზიცია, აშშ-ის მხარდაჭერითა (შეიარაღება, ინსტრუქტორები) და უკრაინიდან დესანტით გადმოსროლილი „ქართული ლეგიონით, ხელთ იგდებს ძალაუფლებას საქართველოში და გახსნის მეორე ქართულ ფრონტრუსეთის წინააღმდეგ. თუმცა მოღალატეთა ასეთი კრიტიკული რაოდენობის პირობებში, მრავალტანჯული საქართველო ჯერჯერობით ყოჩაღად არის.

   „რუსები შემოვიდნენ!“, გაჰყვირის რუსოფობიური ოპოზიცია, „უკრაინელები შემოვიდნენ!“ - უკმაყოფილოა საზოგადოების ნაწილი, ვისშიც უკრაინა სააკაშვილთან ასოცირდება, ამასთან, ორივე ცდება. თუ ისინი რუსი თუ უკრაინელი ტურისტები არიან, მაშინ საზღვარზე პურ-მარილით უნდა შევეგებოთ, რადგან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს ავსებენ, ქმნიან სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობენ კერძო სექტორს. ხოლო თუ ჩამოსახლებული არიან, მაშინ რუსეთიდან -ისინი, ვინც უღალატა სამშობლოს და მძიმე დროს მიატოვა, რათა თავისი სამოქალაქო მოვალეობა არ შეესრულებინა. მაშასადამე, ესენი პროდასავლური ქართული რადიკალური ოპოზიციის თანამოაზრეები, რუსეთისა და პუტინის მტრები არიან, მაშ, რატომ ატეხეს სკანდალი „ნაცმოძრაობამ“ და სატელიტებმა, თავისი ტელევიზიებითურთ?! რაც შეეხება უკრაინელ ლტოლვილებს: რატომ გაიქცნენ საქართველოში, თუმცა რუსეთს უკრაინის ტერიტორიის მხოლოდ 20 პროცენტი ჰქონდა ოკუპირებული? რატომ არ გაიქცნენ დარჩენილ კიევის მიერ კონტროლირებად 80 პროცენტში? მაშასადამე, ესენი გაიქცნენ არა რუსებს, არამედ ზელენსკის ხუნტას ნაციზმით შეპყრობილი უკრაინიდან, ამიტომ ამ შემთხვევაში ქართველების პანიკა უადგილოა. ჩვენ, ქართველებს, სხვა რამის უნდა გვეშინოდეს - რომ რუსებიც და უკრაინელებიც მალე დატოვებენ საქართველოს (უკვე ტოვებენ ნელ-ნელა) და ჩვენ ისევ მარტო დავრჩებით - თითები ვწოვოთ და ერთმანეთს ვუყუროთ...

   "ენა კიევამდე მიგიყვანს" - ცოტას თუ ესმის ამ ძველი რუსული ანდაზის მნიშვნელობა. ზედაპირულად ეს ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც რუსულ ენას ფლობს, დიდ რუსეთშიც არ დაიკარგება - შეკითხება შემხვედრებს, მიაღწევს კიევის რუსეთის უძველეს დედაქალაქამდე რუკის გარეშეც კი. ხოლო თუ უფრო ღრმად ჩავწვდებით - ეს გამონათქვამი ეხება საზოგადოებასთან ურთიერთობას, "ფაბლიქ რილეიშენს", პიარს (PR). ანუ საზოგადოებასთან კომუნიკაცია, შენთვის საჭირო საზოგადოებრივი აზრის შექმნით, ნებისმიერ, თუნდაც შორეულ მიზანს იოლად და მინიმალური დანახარჯებით მიაღწევ. რატომაა, რომ აგერ უკვე მერვე თვეა რუსული არმია ვერ შევიდა კიევში, რასაც თებერვალში ბევრი დღეების, მაქსიმუმ - კვირების საქმედ თვლიდა? რატომ ვართ დღეს რუსეთში პატრიოტიზმის დაცემის მოწმე, რატომ არ უტევენ მოხალისეთა რიგები კომისარიატებს და ამის მაგივრად ახალგაზრდა რუსები რუსეთის საზღვრიდან საქართველოს საზღვრამდე რიგში დგანან?! სად არის წმინდა გიორგის ლენტებიანი ჯიპები წარწერებით "НА БЕРЛИН!"? იმიტომ ხომ არა, რომ რუსეთში დააკნინეს საზოგადოებრივ აზრთან მუშაობის როლი, მათ შორის - უკრაინაშიც და საქართველოშიც, დააკნიეს მედიის როლი, ერთიანი რუსულენოვანი საინფორმაციო სივრცის შენახვის მნიშვნელიბა, რის შემდეგაც ენის მაგივრად ქვემეხები ალაპარაკდნენ?!

არანაკლებ მნიშვნელოვანია უკუკავშირი: რატომ მოსკოვს არ ჰქონდა სანდო ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე და კიევის ზრახვებზე? გასაოცარია, რომ რუსეთს დღესაც ისეთივე ცუდად ესმის, რა ხდება საქართველოში, მიუხედავად საერთო საზღვრის ასობით კილომეტრისა და რუსეთში მილიონიანი ქართული დიასპორისა! რა რის ამის მიზეზი - ღალატი მოსკოვში, დანაშაულებრივი დაუდევრობა, თუ არაკეთილსინდისიერი წყაროები საქართველოში?

თუმცა ახლა ამაზე ფიქრი გვიანია, ახლა რუსეთისთვის მხოლოდ ერთი გამოსავალია - წარმატებული სამხედრო ოპერაცია ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშე და ერთდროულად - პიარ-სამუშაოს ჩატარება, ანუ უკრაინაში საჭირო საზოგადოებრივი აზრის შექმნა, რათა უკრაინელები კარგად დაფიქრდეს - ომელ უკრაინაში უნდათ ცხოვრება: აყვავებულთან რუსულ დონბასთან ერთად, თუ ბანდიტების პარპაშში, სიბნელესა და სიცივეში, როგორც 90-იანი წლების საქართველო. ამ დროს უკრაინელებმა ორი გარემოება უნდა გაითვალისწინონ: 1 - რუსეთის გატეხვის მცდელობა დასავლური იარაღითდა უკრაინელების ხელით - ჩვეულებრივი ამერიკული პროექტია, თუნდაც - ძალიან მაშტაბური, რომელსაც აქვს საკუთარი ბიუჯეტი, მონაწილეები და ვადები, რომლებიც იწურება, ხოლო რუსეთს არსად ეჩქარება - ახალ მიწების შეერთებით მდიდრდება, ამიტომ დრო მისთვის მუშაობს; 2 - თუ დასავლეთი მთელი ძალ-ღონით ავიწროებს რუსეთს უკრაინაში, რუსეთი ენერგეტიკულ მარყუჟს უჭერს დასავლეთს მთელ მსოფლიოში: OPEC, რუსეთთან შეთანხმებით, ამცირებს მოპოვებას, რაც ზრდის ნავთობის ფასს და რუსეთს ამდიდრებს, ნახევარმა ევროპამ დაკარგა რუსული გაზი, სამაგიეროდ, რუსეთის მხარდამჭერი ქვეყნები რუსულ ნახშირწყალბადს შეღავათიან ფასად მიიღებენ.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2022 წლის 5 ოქტომბერი,
საქართველო, თბილისი