პუბლიკაციები
ჯო ბაიდენი და სი ძინპინი 14 ნოემბერს ინდონეზიაში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე შეხვედრას გამართავენ

 საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ის და ჩინეთის პრეზიდენტები, ჯო ბაიდენი და სი ძინპინი 14 ნოემბერს ინდონეზიაში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ჯო ბაიდენი და სი ძინპინი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე ისაუბრებენ.

„ლიდერები განიხილავენ ძალისხმევას აშშ-ის და ჩინეთს შორის კომუნიკაციის ხაზების შენარჩუნების, გაღრმავების მიზნით, კონკურენციის პასუხისმგებლობით მართვას და ერთად მუშაობას იქ, სადაც ჩვენი ინტერესები ერთმანეთს შეესაბამება, განსაკუთრებით ტრანსნაციონალურ გამოწვევებზე, რომლებიც გავლენას ახდენს საერთაშორისო საზოგადოებაზე“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა.