აქტუალური
ბოგდან აურესკუ: რუმინეთი მხარს უჭერს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დეკლარაციას, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები

 საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოსა და ქართველებთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ სიმბოლისტური, არამედ ძლიერი და თბილი გრძნობები, რადგან ჩვენ ძალიან ახლოს ვართ აზროვნებით და ამოცანის მიმართულებით, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ ბუქარესტში განაცხადა.

ბოგდან აურესკუს განცხადებით, რუმინეთი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ყოველთვის მხარს უჭერდა.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დეკლარაციას, სადაც აღნიშნულია, რომ ორივე ქვეყანა – საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები, როდესაც პირობები დაკმაყოფილდება. ჩვენ ძალიან აქტიურად ვუჭერთ მხარს ამ ამოცანას. სწორედ ამიტომ, ცოტა ხნის წინ, ბუქარესტში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს ჩვენ რუმინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დონე სტრატეგიულ პარტნიორობამდე გავზარდეთ“, – განაცხადა აურესკუმ.