სამართალი
ხატია დეკანოიძე: პარლამენტის წევრებისთვის მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლების შეზღუდვა სააკაშვილის სრულ იზოლაციაში გადაყვანას ნიშნავს

 საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლების შეზღუდვა სააკაშვილის სრულ იზოლაციაში გადაყვანას ნიშნავს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მიიღო.

გუშინ და გუშინწინ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს მისი შვილები, ასევე დღეს პარლამენტის წევრებს მესამე პრეზიდენტის მონახულების უფლება შეგვეზღუდა. პარლამენტის წევრების მიერ პატიმრის მონახულების უფლება გამოიყენებოდა არა ყოველდღიურად, არამედ კვირაში ორჯერ. ხელისუფლების საბოლოო გადაწყვეტილებაა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური და ჰუმანური იზოლაცია, მისი ჯანმრთელობის საკითხების იზოლაცია. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გაუარესდება“,- აღნიშნა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილის მონახულების შეზღუდვა არ არის შალვა პაპუაშვილის ინდივიდუალური გადაწყვეტილება.

„საქმე უსაფრთხოების ზომების დარღვევასა და გამკაცრებას თუ ეხება, მაშინ თავად აღიარეს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის, აღიარეს სასამართლო სხდომაზე ტოქსიკოლოგის მიერ გაკეთებული ძალიან მძიმე განცხადებები. მინდა, ვკითხო ხელისუფლებას, რა საფრთხე წარმოადგენენ პატარა ალისკა სააკაშვილი ან ედუარდ სააკაშვილი ხელისუფლებისთვის და მიხეილ სააკაშვილისთვის? ან რა საფრთხეს შეიძლება წარმოვადგენდეთ ჩვენ, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები და მეგობრები?“, – განაცხადა დეკანოიძემ.