უცხოეთი
უკრაინული მედია - უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ, რომელიც 2022 წლის ბოლოს ესპანეთში შვებულებაში იმყოფებოდა, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

 საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ, ალექსეი სიმონენკომ, რომელიც 2022 წლის ბოლოს ესპანეთში შვებულებაში იმყოფებოდა, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, - ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ალექსეი სიმონენკოს დასასვენებლად ყოფნის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა, მას გადადგომის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვეს.

გამოცემა წერს, რომ სიმონენკო ახალი წლის აღსანიშნავად ოჯახთან ერთად ესპანეთის ქალაქ მარბელიაში 10 დღით იმყოფებოდა.

interpressnews.ge