სამართალი
ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციისგან ველოდებით კამპანიას „ფრი ესებუა“, როცა შიმშილობას გამოაცხადებს, ასევე ველოდებით საერთაშორისო მხარდაჭერას ესებუას მიმართ

 საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ველოდებით კამპანიას „ფრი ესებუა“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებას, რომ ხელისუფლება ბადრი ესებუას საკითხს გამოიყენებს იმისთვის, რომ საზოგადოებას ყურადღება გადაატანინოს.

ირაკლი კობახიძის თქმით, იმედი აქვს, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან „ფრი ესებუას“ კამპანია დაიწყება.

აუცილებლად ველოდებით ამ კამპანიას. იმედი გვაქვს, ეს კამპანია დაიწყება. შემდეგ ესებუა როცა გამოაცხადებს შიმშილობას, ასევე ველოდებით საერთაშორისო მხარდაჭერას ესებუას მიმართ და ასე შემდეგ. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმასა და მძევლების აყვანაში ბრალდებული ბადრი ესებუა სამართალდამცველებმა სამეგრელოში, სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს.