რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ლაინერი «GEORGIA» 20-წლიან დასავლურ ტურნეს ამთავრებს და შინ, სამხრეთ კავკასიაში ბრუნდება

    „ბორტი ნომერი ერთი“ ("Air Force One") - ეძახიან აშშ- საჰაერო ძალების იმ Boeing 747-200B- (სამხედრო დასახელება VC-25AS), რომლის ბორტზეც აშშ- პრეზიდენტი იმყოფება (უსაფრთხოების მიზნით წარმოებულია ორი ასეთი ლაინერი - ბორტი 28000 და 29000). მას შემდეგ, რაც 2021 წელს, ტრამპის შემდეგ, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი მოხუცი მისტერი გახდა, მთელი მსოფლიოს ყურადღება, ცნობილი მიზეზების გამო, მიჯაჭვულია ტრაპზე, რომელსაც საპრეზიდენტო თვითმფრინავთან მიართმევენ...

   ინციდენტის თავიდან აცილება ამჯერადაც ვერ მოხერხდა, თუმცა, თითქოსდა, ვაშინგტონში ზედმიწევნით გაითვალისწინეს კონსპირაციის ყველა ნორმა, მაგალითად: სანამ მთელი მსოფლიო ელოდა ბაიდენის ვიზიტს პოლონეთში სამშაბათს (21 თებერვალს), რაკიღა თეთრი სახლის შაბათის (19 თებერვლის) ოფიციალურ განცხადებას დაიჯერა - აშშ-ის პრეზიდენტი ეწვევა პოლონეთს 21 თებერვალს და შეხვდება პოლონეთის პრეზიდენტს. პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა და ვიზიტი უკრაინაში არ იგეგმება“, ორი Air Force One-დან ერთ-ერთი უკვე ვარშავის შოპენის სახელობის აეროპორტისკენ მიემართებოდა, რომელსაც რუსეთის ფედერაციის სამხედრო-კოსმოსური ძალები იცავდნენ, რადგანაც კრემლს თეთრმა სახლმა ამის შესახებ წინდაწინ საიდუმლო კანალით აცნობა. მიაქციეთ ყურადღება - ბაიდენი რუსეთს ნომერ პირველ მტერს“ უწოდებს, მის პრეზიდენტს კი - მკვლელს, აშშ უკრაინაში რუსეთთან ომობს, რათა გაანადგუროს იგი, მაგრამ თეთრი სახლი იმდენად ენდობა პუტინს, რომ კიევში „ბორტი ნომერი ერთის“ ჩაფრენის შესახებ ყველასგან მკაცრად გასაიდუმლოებული ინფორმაცია მხოლოდ მოსკოვს აცნობა! და მოსკოვმაც, რათა Air Force One არ ჩამოეგდოთ, როგორც 2010 წელს ТУ-154M პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკით, ან როგორც მალაიზიური Boeing 777 2014 წელს, და ამაში რუსები არ დაედანაშაულებინათ, უზრუნველყო ჯო ბაიდენის ვიზიტის უსაფრთხოება! ხოლო ტრაპიდან ამჯერად ბაიდენი კი არა, არამედ ამერიკული დელეგაციის წევრი ჩამოვარდა, რომელიც ვარშავის აეროპორტში მართლაც რომ 21 თებერვალს, უკვე მეორე საპრეზიდენტო ბორტით ჩაფრინდა და რომელშიც ბაიდენი, ბუნებრივია, არ იმყოფებოდა...

დრო გვაჩვენებს, სად ვართ, სად ვიქნებით, სად იქნება რეგიონი და ევროპა, უკრაინის ომის შემდეგმშვიდობიან მოლაპარაკებებს არ გააჩნია ალტერნატივაჩვენ უზრუნველვყავით მშვიდობა და სტაბილურობახალხს სჭირდება კეთილდღეობა, სტაბილურობა, მშვიდობა და ეს ომით არ მიიღწევა - პრემიერი ღარიბაშვილის ამ სიტყვებმა მიუნხენის 59-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე შოკში ჩააგდო ევროქართველები ნაცოპოზიციიდან და მათი კორუმპირებული დასავლელი პარტნიორები - აქაოდა, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო ბოროტების იმპერიას ებრძვის, იმ ქვეყნის მეთაურმა, რომელსაც ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრებაზე პრეტენზია გააჩნია, განზე გადგომა და ლოდინი - დაკვირვება არჩია!

კიდევ კარგი, პოლიტიკაში დაბალი ინტელექტის, ცუდი განათლებისა და გამყიდველი სულის გამო გამოუცდელი „ოპოზიციონერები“ ვერ მიხვდნენ, როგორ დიპლომატურად გაავლო ღარიბაშვილმა პარალელი რუსეთსა და ამერიკას შორის: ჩვენ ეს ომი 2008 წელს განვიცადეთ და არაპირდაპირი ომი გვქონდა 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც რუსეთის მხარდაჭერით, აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ომი. ამიტომ, გამოცდილება დაგვიგროვდა - ამ ლოგიკით, უკრაინის ტერიტორიაზე არაპირდაპირი ომი დღეს ხომ აშშ-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს, რის შედეგადაც 50-მილიონიან უკრაინაში 20 მილიონი მცხოვრები დარჩა.

რა თქვა ღარიბაშვილმა ტყუილი და არასწორი, განა 3-მილიონიანი საქართველოსთვის ამ ვითარებაში ნეიტრალიტეტი საუკეთესო გამოსავალი არ არის?! 30 წელი, აშშ-თან დიპურთიერთობების დამყარების შემდეგ, საქართველო მასთან ეკონომიკური თანამშრომლობის იმედით ცხოვრობდა, ახალი საწარმოებისა, სამუშაო ადგილებისა და ქართული ეკონომიკის აყვავების იმედით, მაგრამ „ჯაველინების“ და სხვა მოძველებული შეიარაღების გარდა ვერაფერი მივიღეთ, ისიც კი არ გვაჩუქეს, გვაყიდინეს! ამ 30 წელიწადში აშშ-მა საქართველოს 5 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია, ხოლო უკრაინას ერთ წელიწადში - 150 მილიარდი დოლარი გადაურიცხა! სამაგიეროდ, საქმეს ჩვენთან რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი, ჩინეთი, ირანი და დსთ-ის ყოფილი ქვეყნები იჭერდნენ, ვაჭრობა იქნებოდა ეს, თუ ინვესტიციები! ამიტომ დღეს ნუ სწყინთ - ნურც „დასავლელ მეგობრებს“ და ნურც ევროქართველებს, რომლებიც დღესაც რუსულ პურს ჭამენ: ქართველ ხალხს, როგორც ღარიბაშვილმა მიუნხენში სამართლიანად აღნიშნა, მართლაც რომ კეთილდღეობა, სტაბილურობა, მშვიდობა სჭირდება და ეს ომით არ მიიღწევა“!

   მაგრამ სად შეუძლიათ სოროსის ტერარიუმში გაზრდილებს და მხოლოდ შხამიან კბენაში გაწვრთნილებს ქართველი ხალხის გასაჭირის გაგება?! განა ესმით, რატომ ჩავიდა ბაიდენი კიევში და ამის შესახებ პუტინს წინასწარ შეატყობინა? და რატომ ესტუმრნენ ამავდროულად აფხაზეთისა და .. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერები პუტინს?! მათი ცნობიერება ხომ ზახაროვას სპეციალურად მათნაირ გონებაჩლუნგებზე გათვლილი სკანდალური რეპლიკების დონეს ვერ გასცდა! მაგალითად, როცა ზახაროვამ სააკაშვილს აშშ-სთვის ტრაკისმიმცემიუწოდა და განაცხადა, რომ მოსკოვი თბილისისგან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ძალის გამოუყენებლობის წერილობით პირობას ითხოვს! ქართველი ხალხი კი, რომელსაც კეთილდღეობა, სტაბილურობა, მშვიდობა სჭირდებადა რუსეთთან ომი არ სურს, შიშობს, რომ მოსკოვი კვლავაც დაკმაყოფილდება აფხაზეთსა და .სამხრეთ ოსეთზე გამავალი უსაფრთხოების კავკასიური წრით, და ამის გამო ქართველებს, მთელ საქართველოს დაკარგავს, ამჟამად - უკვე საბოლოოდ! 

ამასთან დაკავშირებით არ შემიძლია არ გავიხსენო უფროსი თაობებისთვის კარგად ცნობილი საბჭოთა ფილმი "ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერი", რომელშიც მთავარ როლებს საბჭოთა კინოს ვარსკვლავები ასრულებენ. ფილმის მოქმედება ვითარდება მატარებლის ვაგონში, რომლის ერთ კუპეშიც მგზავრობს კომისია, რომელმაც უარი თქვა პურის ქარხნის მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერაზე მისი ნაკლოვანებების გამო, ხოლო მეორეში ინკოგნიტო - იმავე პურის ქარხნის თანამშრომლები, რომლებსაც სურთ დაარწმუნონ კომისია, ხელი მოაწეროს აქტს მატარებლის დანიშნულების სადგურზე მოსვლამდე. ამ უკანასკნელების მოყოლილი ამბებიდან კომისიის წევრები ნელ-ნელა ხვდებიან, თუ რამდენად უადგილო იყო მათიპრინციპულობა - თურმე, ისინი ბინძურ თამაშში გამოიყენეს, რადგან ნაკლოვანებები, რის გამოც მათ თქვეს უარი აქტის ხელმოწერაზე, სპეციალურად იყო პროვოცირებული მაფიის, ტრესტის ხელმძღვანელობისა დაობკომისმიერ, რათა სამსახურიდან დაეთხოვათ მათი მაქინაციების ხელის შემშლელი პატიოსანი ნიჭიერი ნოვატორები, ყველა ცოდვის მათთვის მიწერით. ფილმის ბოლოს კომისიის წევრები აცნობიერებენ - რა სავალალო შედეგების მომტანია ფასადური პრინიპულობა - ზედმიწევნითობა და ხელს აწერენ ცარიელ ფურცლებზე პურის ქარხნის გულმოსული თანამშრომლის მიერ დახეული აქტის ნაცვლად...

მოღალატე და სახელმწიფო თანამდებობისთვის შეუფერებელ ქართულ ოპოზიციას, რომელიც დასავლეთისგან საკუთარი სამშობლოს დასჯას მოითხოვს და ერთი სული აქვს- ივანიშვილის ქონება ხელში ჩაიგდოს, არ ესმის - რამდენად შეუფერებელია ბიუროკრატიული ზედმიწევნითობა ზოგიერთ გარდამავალ სიტუაციაში, რამდენად მავნეა სახელმწიფოსთვის დაწვრილმანება და პრემიერის თითო სიტვის დახურდავება, როცა წინდახედულობა და თავშეკავება გვმართებს მარადიული ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე!

ისევ დეჟავიუს შეგრძნება დამეუფლა: მაშინაც ზუსტად ასე აღშფოთდნენ ევროქართველების დასავლელი მექრთამე მეგობრები, როცა 2007 წელს, ისევ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, პუტინმა NATO-ს სამხრეთით გაფართოების სავალალო შედეგებზე გააფრთხილა. და რა, განა მართალი არ აღმოჩნდა, განა სიტყვა არ შეასრულა - როგორც მაშინ, როცა სააკაშვილი გააფრთხილა - არ გაბედო, ბიჭო, ცხინვალში ომი არ დაიწყო, თორემ ... ! პუტინი თავისი სიტყვის პატრონია, ამიტომაც სჯერა მისი თვით აშშ- პრეზიდენტს, რომელიც თავისი გადაფრენის დღეს და დროს მარტო მას, აშშ-სნომერ პირველ მტერს“, ანდობს, ხოლო სააკაშვილიკიდალა“, რომელიც პუტინს ხუილოს“ და ლილიპუტინს“ უწოდებდა, დღეს ყვერებით“ვივამედისპალატაშია დაკიდული! საქართველო და უკრაინა ნატოში მაინც არ მიიღეს, სამაგიეროდ, სახელმწიფო, სახელწოდებით „უკრაინა“ ძველ საზღვრებში უკვე არ არსებობს! უკრაინაში ომით NATO- სამხრეთით გაფართოებას საბოლოო წერტილი დაესვა და რატომ ვიკლავდით თავს ქართველები ამდენი წელი ერაყსა და ავღანეთში, რატომ იღუპებიან დღეს ქართველები უკრაინაში, გაუგებარია

ლომბროზოს თეორიის საუკეთესო განსახიერებას - ქართველ ოპოზიციონერებს ბავშვობაში რუსული ზღაპრები არ წაუკითხავთ, ამიტომ არ იციან, რომ ჯარი და სამხედრო საქმე - რუსების სტიქიაა და ომში მათ ბადალი არ ჰყავთ! კი, რუსი ზარმაცია, მაგრამ როცა გაიღვიძებს, მას ვერავინ გააჩერებს. ამიტომაც ახსენა ღარიბაშვილმა მიუნხენის კონფერენციაზე ტერმინი არაპირდაპირი ომი“. ვიეტნამიდან ავღანეთამდე მწარე გამოცდილების მქონე ამერიკას რუსეთთან პირდაპირი ომის ეშინია, თანაც შეერთებულ შტატებს არ უნდა უკრაინიდან ისე გაიქცეს, როგორც ცოტა ხნის წინ ავღანეთიდან თავს ძლივს უშველა გაუნათლებელი „კალაშნიკოვებით“ შეიარაღებული „თალიბანის“ მწყემსებისგან! ქართული ოპოზიციისგან განსხვავებით, ვაშინგტონში კარგად იციან, რომ ომში გამარჯვებას არც იარაღი და არც მისი რაოდენობა წყვეტს და ამიტომ რუსეთი უკრაინაში აუცილებლად გაიმარჯვებს! ვაგნერის „კონსერვატორიის“, კადიროველებისა და 200 ათასი საკონტრაქტო სამხედროსა და სამოქალაქო მოხალისეების ძალით რუსებმა უკრაინაში ჯერ საბჭოთა შეიარაღება „გადაღეჭეს“, და მერე - ნატოს მიწოდებულიც ჩამოწერეს, ამ დროს ცოცხალ ძალაში 10 და მეტჯერ ნაკლები დანაკარგი ნახეს (იხ. ებრაული დაზვერვის - „მოსადისმონაცემები).

ამიტომ დღეს ლაინერი «GEORGIA» 20-წლიან დასავლურ ტურნეს (2003 წლიდან - 2023 წლამდე) ამთავრებს და შინ, სამხრეთ კავკასიაში, თავის რეგიონულ, უფლის მიერ ნაჩუქარ მეზობლებთან ბრუნდება! აწი იბერია თავისი, ქართველი ხალხის ქართული პრობლემებით დაკავდება, და არა შორეულ და უცხო ორგანიზაციებში - ნატოსა და ევროკავშირში ფუჭი მისწრაფებებით! სხვა რამეს როდი გულისხმობდა თურქეთის პრეზიდენტი, როცა კავკასიურ საკონსულტაციო პლატფორმაზე 3+3 მეგობრობა შემოგვთავაზა! ერდოღანსაც, როგორ ღარიბაშვილს, კარგად ესმის - მშვიდობიან მოლაპარაკებებს არ გააჩნია ალტერნატივა“. ამას მალე უკრაინელი მებრძოლები მიხვდებიან, რომლებიც, ბაიდენივით, პუტინს, როგორც ძლიერ პიროვნებას, დიდ პატივს სცემენ. არ არის შორს ის დრო, როცა ისინი იარაღით ხელში კიევს მიადგებიან - ნარკომან ზელენსკის-პედერასტ არესტოვიჩს-ავაზაკ არახამიას, დასავლეთის 150-მილიარდიანი დახმარების ლომის წილი რომ ჩაიჯიბეს!

და ბოლოს ისევ პრემიერი ღარიბაშვილის მიუნხენის კონფერენციაზე ძუნწ, მაგრამ ძალიან მრავლისმთქმელ სიტყვებს მოვიყვან: ორ-სამ თვეში ჩვენ გვექნება ნათელი სურათი იმისა, სად ვართ”. ვიგინდარა და მეტიჩარა ხაბე-დეკანოიძე-ხაზარაძე - სამადაშვილ-ნაცვლიშვილ-უსუფაშვილ-ვაშაძეები, რომლებსაც თავი შორსმჭრეტელ პოლიტიკოსებად, ხოლო მოსყიდული მცირერიცხოვანი ბრბო - ოპოზიციის ელექტორატად მოაქვთ (და ამ დროს ჩვეულებრივი პროვინციელი ფაშისტები და მასხრები არიან!), არ ესმით, რომ ღარიბაშვილის შემთხვევით როდი ნახსენებ ორ-სამ თვეშირომელი ქვეყნის თვითფრინავები იფრენენ ვარშავის შოპენის სახელობის აეროპორტის თავზე და ვის წინააღმდეგ იომებს ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანია, არავინ იცის... დღეს, როცა რუსეთი სამხედრო ლიანდაგზე მყარად დადგა და წინ მიქრის, ხოლო დასავლეთი დაცარიელებულ საწყობებში ბოლო ტანკებს ითვლის, ქართული მთავრობის არჩეულ ნეიტრალურ პოლიტიკას ალტერნატივა არ გააჩნია! მაგრამ თუ სლავებს ომი სცოდნიათ, აშშ-ს ტერაქტების მოწყობაში ბადალი არ გააჩნია - ყირიმის ხიდისა და „ჩრდილოეთის ნაკადების“ მილსადენების აფეთქება ამის საუკეთესო დასტურია! არავინ იცის - რას მოიმოქმედებენ ქართული ოპოზიციის მიერ წაქეზებული დასავლელი ქორები საქართველოს, მისი გაუტეხელი ხელისუფლების წანააღმდეგ, ამიტომ კონსულტაციების დაწყება რუსეთთან, თუნდაც - „ჰალსტუხების გარეშე“, თუნდაც - კავკასიურ პლატფორმაზე, აუცილებელია, სანამ ეს ორი-სამი თვე ჯერ კიდევ გვაქვს! ნუ გვავიწყდება, რომ რუსეთი, საქართველოს მიწების ოკუპანტისა და, ამავდროულად, მთავარი სავაჭრო პარტნიორის გარდა, ჩვენი ქვეყნის ერთადერთი პოტენციური მხარდამჭერია დასავლეთის შესაძლო პროვოკაციის შემთხვევაში!

P.S.

   როცა კათოლიკე ბაიდენი და იუდეველი ზელენსკი კიევში მართლმადიდებელ წმიდა მიხეილის ოქროს გუმბათოვან მონასტერს სტუმრობდნენ, მიუხედავად კომედიანტი ზელენსკის ბრძანებით ტყუილად ჩართული საჰაერო განგაშის სირენისა, ისინი უსაფრთხოდ იყვნენ - მათ ხომ ზემოდან ღმერთი, პუტინის სიტყვა და რუსეთის ფედერაციის სამხედრო-კოსმოსური ძალები იცავდნენ!

არნო ხიდირბეგიშვილი