სამართალი
„სააკაშვილი ითვლის კალორაჟს, აქვს ინფორმაცია, რომ თუ კახექსიამდე მივა, გაათავისუფლებენ“ - სააკაშვილის ყოფილი მკურნალი ექიმი

 საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. ,,მიზნის მისაღწევად ყველაფრის გაკეთებას ცდილობს. მან იცის, რომ წონაში დაკლების გამო გახდება და კახექსიის მდგომარეობამდე მივა, მას გაათავისუფლებენ, ასეთი ინფორმაცია აქვს მას. მე როგორც ვიცი ენდოკრინოლოგისგან, ის ითვლის ამ კალორაჟს. [გიული ალასანიას] მოაქვს ის, რასაც თვითონ პაციენტი ეუბნება. სხვა რამეც რომ მოუტანია, ის გამოუტანია გარეთ. მე ბევრჯერ ვნახე, რომ [დედის მოტანილი საკვები] უკან დააბრუნა,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა მკურნალმა ექიმმა, თამარ დავარაშვილმა, სატელევიზიო ეთერში საუბრისას.