სამართალი
ღარიბაშვილი: ქართველები არა მხოლოდ ნაწილი, არამედ - თანაშემოქმედნი ვიყავით თანამედროვე ევროპული ცივილიზაციისა, ევროპის ერთიანობის იდეის ერთ-ერთი ავტორი

 საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. ქართველები არა მხოლოდ ნაწილი, არამედ - თანაშემოქმედნი ვიყავით თანამედროვე ევროპული ცივილიზაციისა, ევროპის ერთიანობის იდეის ერთ-ერთი ავტორი, ევროკავშირისა და მისი კონსტიტუციის თანაშემოქმედი ჩვენი თანამემამულე - მიშელ მუსხელიშვილი იყო- , ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტურისტული გამოფენის - ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 1918 წელს სწორედ გერმანია იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც დე ფაქტო აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, ხოლო 1992 წელს ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ამ ტრადიციების პირმშოა ქართული მეცნიერება, მსოფლიო კულტურის საგანძურის ნაწილია თანამედროვე ქართული თეატრი, კინო, საოპერო და საბალეტო ხელოვნება, სახვითი ხელოვნება, მწერლობა და პოეზია.

სამართლიანად ვამაყობთ 1918 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის მონაპოვრით, რომლის კონსტიტუცია მსოფლიოში ერთ-ერთ სანიმუშო სახელმწიფოებრივი მოწყობის მთავარ დოკუმენტად ითვლება, პროგრესული დემოკრატული წყობით, რომელმაც მეოცე საუკუნის დასაწყისში, მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა გააუქმა სიკვდილით დასჯა, დაადგინა სიტყვის, გამოხატვისა და რწმენის   თავისუფლება, განამტკიცა ეროვნულ უმცირესობათა უფლებები. დაადგინა ქალთა და მამაკაცთა პოლიტიკური, სამოქალაქო, ეკონომიური თანასწორობა.

მინდა აღვნიშნო, რომ 1918 წელს სწორედ გერმანია იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც დე ფაქტო აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, ხოლო 1992 წელს ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. გვეამაყება ისიც, რომ ევროპის ერთიანობის იდეის ერთ-ერთი ავტორი, ევროკავშირისა და მისი კონსტიტუციის თანაშემოქმედი ჩვენი თანამემამულე - მიშელ მუსხელიშვილი იყო.

ვფიქრობ, ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ ქართველები არა მხოლოდ ნაწილი, არამედ - თანაშემოქმედნი ვიყავით თანამედროვე ევროპული ცივილიზაციისა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.