უცხოეთი
ოლეგ ნიკოლენკო - დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები ვერ შეარყევს უკრაინელი და ქართველი ხალხის მყარ, მეგობრულ ურთიერთობას

 საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები ვერ შეარყევს უკრაინელი და ქართველი ხალხის მყარ, მეგობრულ ურთიერთობას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ სოციალურ ქსელში დაწერა.

„გასული დღეების განმავლობაში პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობამ უკრაინის მიმართ არამეგობრული განცხადებები გააკეთეს. რუსეთის პროპაგანდის თეზისების თითქმის ოსტატურად გამეორებით, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინა დაადანაშაულა საქართველოში გადატრიალების მზადებაში, რუსეთთან ომში ჩათრევაში, სამოქალაქო ომის გასაჩაღებლად ძალების გაგზავნაში. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ მსგავს ინსინუაციებს, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო რეალობასთან.

საქართველოს ხელისუფლება მტერს არ ეძებს იქ, სადაც არის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები ვერ შეარყევს უკრაინელი და ქართველი ხალხის მყარ, მეგობრულ ურთიერთობას. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ქართველების მხარდაჭერას მაშინ, როდესაც უკრაინელები იბრძვიან დამოუკიდებლობისთვის. თავის მხრივ, უკრაინა იყო და დარჩება ქართველი ხალხის მეგობარი, რომელსაც ვუსურვებთ, არ შეჩერდეს ევროპული მომავლის მშენებლობაში“, – წერს ოლეგ ნიკოლენკო.

1tv.ge